ედიშერ თოლორაიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო

0

Toloraiaaaaa“ქართული ოცნებიდან” წარდგენილმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ ადგილობრივ მოსახლეობსათან წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო. თოლორაია დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში იმყოფებოდა.

გამგებლობის კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე იმ პრობლემებს გაეცნო, რაც აღნიშნულ სოფელში მოგვარებას საჭიროებს.

10368707_1426590460939714_849927441_o10412119_1426590627606364_1322849513_o10412175_1426590407606386_1771457559_o“ბატონმა ედიშერმა გამგებლობის პერიოდში მართლაც ბევრი საკითხი გადაგვიჭრა და პრობლემებიც შეძლებისდაგვარად მოგვიგვარა, თუმცა სოფელში კიდევ რჩება  ბევრი რამ, რაც გასაკეთებელია. ამ სოფელში ქარი იცის და როგორც კი ვინმეს პრობლემა შეექმნებოდა ის უცებ თავზე დაგვადგებოდა და ჩვენთან ერთად იზიარებდა ამ გასაჭირს. გვინდა კიდევ ჩვენს გვერდით დადგეს და გააგრძელოს ის კეთილი საქმეები, რომელიც დაწყებული ჰქონდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ადამიანს. ახალგაზრდაა და რაც მთავარია მეურნე. ჩვენს რაიონს სწორედ ასეთი საქმის გამკეთებელი გამგებელი სჭირდება და არა მხოლოდ სიტყვებით მოლაყბე”-აცხადებედნენ დღევანდელ შეხვედრაზე ცაიშელები.

“ჩემი ვალდებულებაა ხალხის სამსახურში დავდგე და ყველანაირად ხელი შეუწყო მათ იმ საკითხების მოგვარებაში, რაც მათ აწუხებთ. გამგებლად არჩევის შემთხვევაში ამ სოფელში იმ დიდ პროექტებს დავასრულებთ, რომელიც უკვე დავიწყეთ გამგებლობის პერიოდში. გარდა ამისა, გვაქვს სამომავლო გეგმები, რომელსაც სისრულეში მალე მოვიყვანთ”-აცხადებს ედიშერ თოლორაია.

სხვა ახალი ამბები: