ედიშერ თოლორაიამ სტიქიისგან დაზარალებული სოფლები მოინახულა

0

11088606_645567918909732_843481168117065103_oზუგდიდის მუნუციპალიტეტის სოფლებში ქარშხლის შედეგად დაზიანებული ადგილები მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ მოინახულა. ქარიშხალმა დააზიანა რამდენიმე საბავშვო ბაღის სახურავი, ასევე წააქცია ასწლოვანი ხეები, რომლებმაც მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტრო სადენები დააზიანეს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაბალი ზონის სოფლებს, რამდენიმე საათის განმავლობაში შეზღუდვით მიეწოდებოდა ელექტრო ენერგია.

1669697_645567832243074_1008699620692933207_o11074190_645568025576388_2575445041709844834_o11090876_645568072243050_435975763191895167_oსოფელ კახათსა და რუხში დევნილების კომპაქტური ჩასახლება და მუნიციპალიტეტში რვა კერძო პირის საცხოვრებელი სახლის სახურავი და ჩხორიის ადმინისტრაციული შენობის სახურავი დაზიანდა.

ზუგდიდის მუნიციაპლიტეტის გამგეობაში შექმნილია საგანგებო სიტუაციების ჯგუფი, რომელიც ამ წუთებში აწარმოებს მოკვლევას და მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა. სოფელ ინგირში მიმდინარეობს ასწლოვანი ხის ნარგავის მოჭრა, რომელიც არის ამორტიზირებულ მდგომარეობაში და საფრთხეს უქმნის დასახლებულ პუნქტს. სოფელ ინგირში დაზიანებული საბავშვო ბაღი და საშიშროების კერა მაჟორიტარმა დეპიტატმა მალხაზ ჭეჟიამ დაათვალიერა.

სხვა ახალი ამბები: