ედიშერ თოლორაია: “აბულაძე წინა ხელისუფლების პირობებში დაიკარგა და პასუხისმგებლობაც მათზეა”

0

toloraiaa“ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბი ანაკლიაში მომხდარ ინციდენტზე “ქართულ ოცნებას” ადანაშაულებს. თავისთავად ‘ქართული ოცნების” ზუგდიდის საარჩევნო შტაბში, ანაკლიაში დღეს მომხდარ ფაქტს ემიჯნებიან და აცხადებენ, რომ დღევანდელ ფაქტთან მათ არანაირი კავშირი არ აქვთ.

“ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს პასუხობს “ქართული ოცნების” გამგებლობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია.

გოგიტა აბულაძე ყოფილი ხელისუფლების პირობებში დაიკარგა და პასუხისმგებლობა მათ უნდა ქონდეთ ამ შემთხვევაში. ეს არის აბსურდული ბრალდება “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან და კონკრეტულად გამგებლობის კანდიდატის, თენგიზ გუნავას მხრიდან. მე მას ისევ შევახსენებ, რომ გოგიტა აბულაძე დაიკარგა უგზო-უკვლოდ სწორედ მათი ხელისუფლების პირობებში. გამომდინარე აქედან, არც არავინ არ იყენებს მისი დაკარგვის ფაქტს საარჩევნოდ და მითუმეტეს არჩევნების დღეს”-განაცხადა ედიშერ თოლორაიამ.

სხვა ახალი ამბები: