ედიშერ თოლორაია: ” ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად უკვე ყველაფერი მზად არის”

0

395626_261807373952457_1615480244_nრამდენიმე წუთში ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში საგანგებო თათბირი დაიწყება, რომელსაც საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი ჩაატარებს. საგანგებო თათბირს სამეგრელოს ყველა რაიონის გამგებელი და მაღალი თანამდებობის პირი დაესწრება, რომლებიც მიიღებენ სპეციალურ ინსტრუქტაჟს თუ რა უნდა გააკეთონ სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge საგანგებო თათბირის დაწყებამდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს ედიშერ თოლორაიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ანაკლიაში ყველა ზომა უკვე მიღებულა და მზად არიან მოსალოდნელ სტიქიას გაუმკლავდნენ.

“ადგილზე უკვე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, რაც საჭირო იქნება სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ ასევე მზად გვყავს ავტობუსები. თუ საჭირო გახდა აღნიშნული ადგილიდან მოხდება ადგილობრივიმოსახლეობის სწრაფი ევაკუაცია. რამდენიმე წუთში დაიწყება საგანგებო თათბირი და იქ რათქმაუნდა ვიმსჯელებთ კონკრეტულად იმაზე, თუ რა არის დამატებით საჭირო და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მოსალოდნელი საფრთხეები. ბუნებრივ მოვლენებს რათქ მაუნდა ჩვენ ვერ შევეწინააღმდეგებით, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად უკვე ყველაფერი მზად არის”-აცხადებს ზუგდიდის გამგებელი ედიშერ თოლორაია.

სხვა ახალი ამბები: