ედიშერ თოლორაია-“ერთად ვიზრუნოთ ზუგდიდზე” (R)

0

edooooზუგდიდის გამგებლობის კანდიდატს ედიშერ თოლორაიას ხვალ საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურად წარადგენს. ედიშერ თოლორაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ასრულებს. წელიწადნახევრის განმავლობაში მან საკუთარ გუნდთან ერთად შეძლო მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოგვარება და ასევე ადგილობრივი მოსახლეობის სასიკეთოდ განახორციელა სხვადასხვა პროექტები.

ზუგდიდის გამგებლის, ედიშერ თოლორაიას ინიციატივითა და დიდი ძალისხმევით ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 389 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ამ ხნის განმავლობაში ზუგდიდსა და მის სოფლებში გაკეთდა ხიდები, სეკეთდა შიდა სასოფლო გზები, რესტავრირებულ იქნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი რამდენიმე საჯარო სკოლა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება.

10363961_1424767617788665_1934512263_nზუგდიდის გამგებელმა, ედიშერ თოლორაიამ საკუთარი ინიციატივითა და ძალისხმევით ზუგდიდს დაუბრუნა წინა ხელისუფლების დროს ქალაქისთვის წართმეული ყინულის სახლი. ამავე დროს მის სახელს უკავშირდება ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია, რომელიც წლების განმავლობაში არ ყოფილა შეკეთებული.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან ერთად დაიწყო ენგურქაღალდ კომბინატის ტერიტორიაზე მდებარე კულტურის სახლის განახლება და სრული რეაბილიტაცია. ყველაზე მთავარი, რაც ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატის სახელს და ძალისხმევას უკავშირდება ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო-დრამატული თეატრის რეკონსტრუქციისთვის მზადებაა. წარმოშობით ზუგდიდელი ბიზნესმენი, რომელიც ზუგდიდის თეატრის რეაბილიტაციაში 2 მილიონამდე ლარს ჩადებს. ბიზნესმენთან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს სწორედ ედიშერ თოლორაიას. თეატრის სრული რეაბილიტაცია კი ახლო მომავალში დაიწყება.

ედიშერ თოლორაია კენჭს იყრის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტზე. მისი სლოგანია ზუგდიდზე ზრუნვა. “ერთად ვიზრუნოთ ზუგდიდზე ედიშერ თოლორაიასთან ერთად!”

სხვა ახალი ამბები: