ედიშერ თოლორაია: “ერთი მიწა-წყლის შვილები ვართ და არჩევნების შემდეგაც ერთად უნდა ვიცხოვროთ”

0

10270818_294699177366327_2519987739825032220_nვრცელ ინტერვიუს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატ ედიშერ თოლორაიასთან გაზეთი “საერთო გაზეთი” ახალ ნომერში აქვეყნებს. “ქართული ოცნების” გამგებლობის კანდიდატი აღნიშნული გაზეთის ორ გვერდზე განთავსებულ ინტერვიუში მკითხველს სრულად აცნობს საკუთარ წინასაარჩევნო პროგრამას.

“ჩემი პროგრამა და სამოქმედო გეგმა- ამომრჩევლების, ჩემი ზუგდიდელების ნება-სურვილიდან მომდინარეობს. ნაკლებად პრობლემიანი, უმუშევრობადაძლეული, სიღარიბედამარცხებული და ძველკოლხურად ღირსებით წელში გამართული ზუგდიდი და ზუგდიდელებია ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ოცნება.ასევე სამოქალაქო საზოგადოების თითოეული წევრის, სამოქალაქო თვითშეგნების, , განსწავლულობის, განათლების, ცოდნის, ინტელექტუალური პოტენციალის, პროფესიონალიზმის, პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, საღი აზროვნებისა და კულტურული დონის, მათი მსოფლმხედველობითი დონის ამაღლების,უზრუნველსაყოფად, საგანმანათლებლო, სასწავლო და გადასამზადებელი ცენტრების ჩამოყალიბებაა”-აცხადებს ედიშერ თოლორაია.

ზუგდიდის სინამდვილეში ახალი ტიპის ლიდერი თვლის, რომ მის ქალაქს და მუნიციპალიტეტს მუდმივი განახლება და თანამედროვე მოღვაწეობისთვის ფეხის აწყობა სჭირდება. ყველაფერთან ერთად, გაზეთში გამოქვეყნებულ ვრცელ ინტერვიუში “ქართული ოცნების” ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი ოპონენტებსა და ღირსეულ ოპონირებაზეც საუბრობს.

“ოპონირება დემოკრატიის საფუძველია. ყველას საკუთარი მრწამსი, პოლიტიკური შეხედულება და გეგმები გააჩნია. ვერავინ დაამტკიცებს თუ ვის როგორ, მეტად თუ ნაკლებად უყვარს საკუთარი ქვეყანა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთი მიწა-წყლის შვილები ვართ და არჩევნების შემდეგაც ერთად უნდა ვიცხოვროთ, ამიტომაც უკადრებელი არავინ არ უნდა იკადროს. ყველა ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში და ყველა ვალდებულნი ვართ პატივი ვცეთ ამ არჩევანს. საბოლოო სიტყვა კი ამომრჩეველზეა. მან ყველაზე უკეთ უწყის ვის უნდა დაუჭიროს მხარი და ვის ანდოს თავისი სოფლის, ქალაქისა თუ ქვეყნის ბედი”-აცხადებს ედიშერ თოლორაია.

ედიშერ თოლორაია საგაზეთო ინტერვიუში მადლობას უხდის თავის პოლიტიკურ გუნდს და აცხადებს, რომ სწორედ მათი დამსახურებაა ის, რომ მან რაიონის მართვის დიდი პასუხისმგებლობა უკვე მეორედ იტვირთა.

“ხელისუფლებაში ყოფნა პირველ ყოვლისა, უდიდესი პასუხისმგებლობაა”-აცხადებს თოლორაია.

სხვა ახალი ამბები: