ედიშერ თოლორაია: “ეს ყველაფერი არის “ნაცმოძრაობის” მორიგი ფალსიფიკაცია და ფაბრიკაცია”

0

10462382_763544203696761_6661799168694561082_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია  „ნაციონალური მოძრაობის“ გავრცელებულ ფარულ სატალეფონო ჩანაწერებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის მორიგი ფალსიფიკაცია და ფაბრრიკაციაა. გამგებლის განცხადებით “იდეის ავტორები” ამ ჩანაწერებით ვერაფერს ვერ ადასტურებენ გარდა იმისა რომ მორიგი შოუ მოაწყვეს.

„პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი არის “ნაცმოძრაობის” მორიგი ფალსიფიკაცია და ფაბრიკაცია. თავად ეხერხებათ ასეთი რაღაცები, რომელსაც 9 წლის მანძილზე აკეთებდნენ. სად ან ვინ ადასტურებს, რომ აქციაზე ხალხის გამოყვანა ჩემი დავალება იყო? რაღაცას მიედ-მოედებიან და თვითონაც არ იციან რას. მაქსიმალურად ცდილობენ საზოგადოებაში დათესონ სიცრუე და დაძაბულობა, თუმცა საბედნიეროდ ეს მათ არ გამოსდით“,- აცხადებს ედიშერ თოლორაია.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აკაკი მინაშვილმა “ქართულ ოცნება” მათ წინააღმდეგ ხელოვნურად დადგმული აქციების მოწყობაში დაადანაშაულა. მინაშვილმა  პრესკონფერენციაზე ის ვიდეომასალა წარმოადგინა, რომელიც მისი თქმით, 11 იანვარს, ზუგდიდში ბაჩო ახალაიას წიგნის “სოხუმი ჩემი იერუსალიმის” პრეზენტაციას და ამასთან დაკავშირებით გამართულ აქციას ეხება.