ედიშერ თოლორაია: “ვურჩევ ჩემს ოპონენტებს, სიბინძურით ნუ დაკავდებიან”

1

10300296_303288579840720_1318859408287130526_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია გამგებლის მრჩევლის თანამდებობაზე თაკო ლაშხიას დანიშვნას უარყოფს და აცხადებს, რომ თაკო ლაშხია გამგეობაში ტექნიკურ თანამდენობაზე გამოსაცდელი ვადით მუშაობს.

„მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არის გამგებლის თანამშემწის მოვალეობის შემსრულებელი. „კრუპიე” იყოო, და ეს შეურაცხმყოფელია? მუშაობის უფლება არ აქვს, ეკრძალება მუშაობის სხვაგან გაგრძელება? ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ახალგაზრდებს და მივცემთ მათ შანსს გამოვლინონ საკუთარი თავი მუნიციპალიტეტისა თუ ქვეყნის საკეთილდღეო საქმეებში. დეპარტამენტების უფროსებად, მინისტრების მოადგილეებად ინიშნებოდნენ ადამიანები, რომლებსაც სათანადო განთლებაც კი არ ჰქონდათ, გამოცდილებაზე ხომ არაფერს ვამბობ. და ახლა, ზუგდიდში ტექნიკური მუშაკის გამოსაცდელი ვადით დანიშვნა გახდა მთავარი ნიუსი”, – განაცხადა თოლორაიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ოპონენტებს ურჩია საქმეებით დაინტერესდნენ.

„ამ ადამიანებს ვურჩევდი იმ საქმეებით დაინტერესდნენ, რომელიც აქ, ჩვენი რაიონის აღმშენებლობისთვის კეთდება. თუ რამე საქმიანი წინადადებები აქვთ, მოვიდნენ და გვირჩიონ გვერდში ამოგვიდგნენ სიკეთეების კეთებაში. ვურჩევ მათ მხოლოდ სიბინძურეებით ნუ დაკავდებიან, თორემ ჩაეფლობიან მაგ ლაფში და ვერ ამოაღწევენ ზევით”, – განაცხადა თოლორაიამ.

სხვა ახალი ამბები: