ედიშერ თოლორაია: “ზუგდიდის სოფლებში პრიორიტეტული პროექტები ხორციელდება”

0

1535691_799888036773171_2881362447546453233_nსოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში მილიონ რვაასი ათასამდე ლარი დაიხარჯება. სოფლის მხარდაჭერისა და განვითარების პროგრამა უკლებლივ ყველა სოფელში 2015  წლის დასრულებამდე განხორციელდება. ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ესაუბრა. გამგებლის განცხადებით, ეს მხოლოდ მინიმალურია, რაც სოფლებში სამომავლოდ უნდა გაკეთდეს, თუმცა სოფლის აღორძინებას ამ პროგრამით იწყებენ.

“ჩვენ ჩავატარეთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში სოფლის კრებები, სადაც მოსახლეობის აზრი მოვისმინეთ იმის შესახებ თუ რა მიაჩნდათ მათ თავიანთ სოფელში პრიორიტეტულ საკითხად. მთავარი პრობლემა ძირითადად სოფლებში გზის შეკეთება, წყალმომარაგება და ამ სისტემის მოწესრიგება, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, ხიდების რეაბილიტაცია და სხვა მრავალი საკითხია. სწორედ ამის მიხედვით ჩავსვით ჩვენ პროგრამაში აღნიშნული საკითხები. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 1. 760. 091 ათასი ლარი, რომელიც უნდა მოხმარდეს სოფლის მოსახლეობის მიერ წამოყენებული პრობლემების მოგვარებას. აქვე იმასაც დავამატებ, რომ გარდა ამ პროგრამისა ჩვენ დამატებით კიდევ ვახორციელებთ სხვადასხვა სახის პროექტებს. მაქსიმალურად ვცდილობთ სოფლის მოსახლეობას შევუმსუბუქოთ საცხოვრებელი პირობები და გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა”-აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია.

123456789101112131415161717საინფორმაციო სააგენტო smo.ge გთავაზობთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტების ნუსხას.