ედიშერ თოლორაია: “ლაშა დამენიას განცხადებაზე დაუყონებლივ რეაგირებას მოვითხოვ”

0

10402443_295100407326204_8046885990208579734_n„ქართული ოცნების” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია „ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლაშა დამენიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე – რუხის საარჩევნო უბნის კომისიის წევრისთვის 2 ათასი ლარის შეთავაზებაზე, სამართალდამცავთა დაუყონებლივ რეგირებას მოითხოვს.

„მოვითხოვ დაუყონებლივ რეგირებას ლაშა დამენიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. „ქართული ოცნების” ინტერესებში არ შედის წინასაარჩევნოდ ვითარების დაძაბვა და ბინძური მეთოდების გამოყენება. მე მზად ვარ დამენიასთან და იმ კომისიის წევრთან ერთად მივმართო პროკურატურას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ეს ფაქტი ან უნდა დადასტურდეს ან უნდა გაქარწყლდეს. ან დამნაშავე უნდა დაისაჯოს, ან ცილისმწამებელი”, – აცხადებს თოლორაია.

მისივე თქმით, კომისიის წევრის მოსყიდვის მცდელობა არის სისხლის სამართლის დანაშაული და ვისი ჩადენილიც არ უნდა იყოს ეს ქმედება, თუ ასეთი ფაქტი მოხდა, დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

„იმის გათვალიწინებით, რომ „ქართულ ოცნებას” აღნიშნულ ფაქტთან არანაირი კავშირი არ აქვს, კიდევ ერთხელ მივმართავ ლაშა დამენიას, მზად ვარ მასთან ერთად მივმართო სამართალდამცავებს ოფიციალური განცხადებით, მასთან ერთად დავიცვა დაზარალებულის ინტერესი და მასთან ერთად დავამტკიცო ან გავაქარწყლო ეს ფაქტი”, – განაცხდა ედიშერ თოლორაიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლაშა დამენიამ “ქართულ ოცნება” კომისიის წევრების დაშინებასა და მათი მხარდამჭერების მოსყიდვის მცდელობაში დაადანაშაულა. დამენიას განცხადებით, ზოგიერთი უბნის კომისიის წევრმა განცხადება დაწერა და საუბნო კომისიები დატოვა.
მისივე თქმით, სოფელ რუხში საარჩევნო უბნის კომისიის წევრს შესთავაზეს 2 000 ლარი, რათა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ ემუშავათ. “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს აბსურდულს უწოდა კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა გვასალიამ. “ქართული ოცნება” სწორედ იმიტომ მოვიდა ხელისუფლებაში, რომ მსგავსი მეთოდები არასდროს განმეორდეს საქართველოში”, – განაცხადა გვასალიამ

სხვა ახალი ამბები: