ედიშერ თოლორაია სტრასბურგში რეგიონული კონგრესის სესიას დაესწრება

0

12141631_1068632423155242_7368323977518116414_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პლენარულ სესიაზე დასასწრებად გაემგზავრა.

პლენარული სესიის მიმდინარეობისას კენჭი ეყრება სხვადასხვა რეზოლუციასა და რეკომენდაციებს. კერძოდ: მიმოიხილავენ ადგილობრივი დემოკრატიის მდგომარეობას ლუქსემბურგში, მონტენეგროში, მოლდოვის რესპუბლიკასა და ალბანეთში. ასევე იმსჯელებენ ახალგაზრდებისთვის მმართველობის პროცესში მონაწილეობის მიღებისას ბარიერების აღმოფხვრაზე, ისაუბრებენ სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიურ თანამშრომლობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ ფორმებზე.

ვიზიტის ფარგლებში გამგებელი ედიშერ თოლორაია კონგრესის რეგიონული პალატის შეხვედრას დაესწრება, სადაც უმცირესობათა ენების ქარტიის შესახებ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის გამოსვლა იგეგმება, რის შემდეგაც გაიმართება დებატები.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ედიშერ თოლორაიას ვიზიტი სტრასბურგში 19-დან 22 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება