ედიშერ თოლორაია: “უფრო მეტი მონდომება და 24 საათიანი მუშაობაა საჭირო, რომ მივაღწიოთ სასურველ შედეგს”

0

10959490_409604169209160_5803627007933196470_nსაქართველოს პრემიერთან შეხვედრიდან საკუთარ მუნიციპალიტეტებს დღის ბოლოს ყველა გამგებელი დაუბრუნდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია შეხვედრაზე პირველ კომენტარს საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან აკეთებს. თოლორაიას განცხადებით პრემიერთან შეხვედრამ საქმიან გარემოში ჩაიარა. შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. ასევე საუბარი იყო თითოეულ მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე.

“ძალიან სასიხარულოა, რომ პრემიერი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში განხორციელებულ პროექტებს და ბიუჯეტის 100 პროცენტით ათვისების საკითხს დადებითად აფასებს. ეს ჩვენთვის კიდევ უფრო მეტი სტიმულის მომცემია, თუმცა საჭიროა კიდევ უფრო მეტი მონდომება და 24 საათიანი მუშაობა, რომ მივაღწიოთ სასურველ შედეგს. ის რაც აქამდე გაკეთდა არაფერია იმასთან შედარებით, რაც სამომავლოდ უნდა გაკეთდეს. ჩვენი პრიორიტეტი კი უცვლელია. ხალხთან ერთად მუშაობა და ამ გზით სოციალური ფონის გაუმჯობესება. დასაქმება და ინფრასტრუქტურის განვითარება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი სიახლე იგეგმება კიდევ, რომელსაც გზადაგზა გავეცნობით და დავინახავთ”-აცხადებს ზუგდიდის გამგებელი.

სხვა ახალი ამბები: