ედიშერ თოლორაია: “ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი რაიონისა და ზოგადად ქვეყნის კეთილდღეობა”

0

10403659_295983103904601_8292734501555921965_nგაზეთი პრემიერი “ქართული ოცნების” ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატის, ედიშერ თოლორაიას ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. ეგიშერ თოლორაია საგაზეთო ინტერვიუში ხაზს უსვამს იმას, რომ პოლიტიკურმა კოალიციამ “ქართულმა ოცნებამ” სწორედ ზუგდიდში აჩვენა პოლიტიკური ტოლერანტობის ნათელი მაგალითი. კორესპონდენტის კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოახერხა ახალმა ხელისუფლებამ ძველი დანაშაულებების სრულყოფილად გამოძიება, ედიშერ თოლორაია პასუხობს, რომ ყველა დოკუმენტაცია წინა ხელისუფლებამ, რომელიც სწორედ მათო მაკომპრომენტირებელი იყო ე.წ “გადაბარების” პროცესშივე გაანადგურა.

“ახალი ხელისუფლების მოსვიდან ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა გადაბარგების პროცესი, სწორედ მაშინ ისარგებლეს შემთხვევით და  ყველა დანაშაულებრივი კვალი წაშალეს დოკუმენტაციების განადგურებით. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი საქმის გამოძიება მიმდინარეობს და შესაბამისად, ყველა საქმის გამოძიების ბოლომდე მიყვანა მოხდება. მე მჯერა, ზუგდიდელები ხედავენ ხელისუფლების დამოკიდებულებას და მონდომებას, რომ ყველა საქმე იყოს გამოძიებული სამართლიანად. იმას, რომ ყველაფერი კვალიფიციურად და პროფესიონალურ დონეზე განვითარდეს, სჭირდება მეტი დრო”-აცხადებს ედიშერ თოლორაია.

საგაზეთო ინტერვიუში თოლორაიას კითხვა კონკურენტზეც დაუსვეს. ედიშერ თოლორაია “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატზე, თენგიზ გუნავაზე ამბობს, რომ ის მხოლოდ პოლიტიკური კონიუნქტურისა და გარკვეული ანგარიშვალდებულებების გამო არის არის დასახელებული გამგებლობის კანდიდატად.

“მე ვისურვებდი, რომ ჩემი მოწინააღმდეგე ყოფილიყო პერსონა, რომელთანაც ოპონირება მექნებოდა ჩვენი რაიონის შემდგომ განვითარებაზე და მასთან ვიპაექრებდი ამ მიმართულებით. ამჟამად კი შემიძლია გითხრატ, რომ ადამიანთან, რომელმაც საკუთარი მოქალაქეები არათუ დაიცვა, არამედ მათი ღირსების გათელვის მეტი არაფერი აკეთა, არათუ საპაექრო არამედ სათქმელიც არაფერი მაქვს. შესაბამისად, მე ვრჩები ჩემი ამომრჩევლების წინაშე იმ გეგმებით და იმ პროგრამით, რომელიც თითოეული ზუგდიდელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”-აცხადებს თოლორაია.

ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი ანაკლიაში ცოტახნის წინ მომხდარ ინციდენტზეც საუბრობს, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები. კორესპონდენტის კითხვაზე, ანაკლიის ინციდენტში სწორედ თქვენ გადანაშაულებენ, და რეალურად რა მოხდა ანაკლიაში, ედიშერ თოლორაია პასუხობს, რომ მას არანაირი კავშირი აღნიშნულ ინციდენტთან არ ჰქონია.

“მათ სინდისზე იყოს ის, რასაც ამბობენ.გადასარევად იციან ის, რომ არც მე და არც სხვას, რომელთა სახელებსაც საჯაროდ გაჰკივიან, ამ საქმესთან არანაირი ხელი არ გვაქვს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ თენგიზ გუნავას პერიოდში გაუბედურებული ასობით ადამიანი ცხოვრობს ამ ქალაქში. თუ ამ ადამიანებს, მათ ახლობლებს თუ ასეთი მწვავე რეაქციები ექნებათ, ეს გასაკვირი უნდა იყოს? არანაირად არ ვამართლებ ძალადობას და მგონი მადლობაც უნდა თქვან იმის გამო, რომ ჩვენ ეს ადამიანები ფიზიკურ ანგარიშსწორებას გადავარჩინეთ. ამ მიმართულლებით ჩვენი მოქმედებები სამართლებრივადაც აბსოლიტურად სწორი იყო. უსამართლობას უსამართლობით ვერ ვუპასუხებდით. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, ჩემთვის არამარტო საინტერესო, არამედ მნიშვნელოვანია ჩემი რაიონისა და ზოგადად ქვეყნის კეთილდღეობა”-აცხადებს ედიშერ თოლორაია.

სხვა ახალი ამბები: