ედიშერ თოლორაია: “ჩვენი მიზანია უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს კომფორტული სახლები ავუშენოთ”

0

11312608_675825009217356_2518718927450908479_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის უსახლკარო და მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ დღეს, საცხოვრებელი სახლების ესკიზებზე გამოცხადებულ კონკურსში, საპროექტო, სახარჯთააღრიცხო დოკუმენტაციისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით გამარჯვებული კონკურსანტი გამოვლინა.

კომისიამ კონკურსში მონაწილე მხარეებს ქულები მიანიჭა ესკიზურ წინადადებაზე, საკონკურსო წინადადების ფასზე და პროექტის მიწოდებაზე.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ გააკეთა შენიშნვნები და წინადადებები ესკიზის სრულყოფილებისთვის და ბენეფიციარებისთვის უფრო მყუდრო გარემოს შესაქმნელად.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოითხოვა საცხოვრებელ სახლზე დეტალების დამატება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ბენეფიციარებს აღნიშნულ სახლებს მზის გამათბობელითა და სრული კომფორტული პაკეტებით სთავაზობს. როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია აცხადებს საცხოვრებელი სახლის პროექტი ექსკლუზიურად გამგეობის საკუთრებაში გადადის.

“ჩვენი მიზანია უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს ავუშენოთ და გადავცეთ ისეთი კომფორტული საცხოვრებელი სახლები, რომლებიც მათ ყველა პრობლემას მოუგვარებს. წარმოდგენილი ექსკიზებიდან რამდენიმე შევარჩიეთ და პროექტებში რამდენიმე დეტალის შეტანაც მოვითხოვეთ. ასე, რომ მათთვის განკუთვნილი საცხოვრებელი სახლების პროექტი ექსკლუზიურად ჩვენს, გამგეობის საკუთრებაში გადადის”-აცხადებს ედიშერ თოლორაია.