ედიშერ თოლორაია: “ჩვენი პრიორიტეტი ხალხის დასაქმებაა”

0

1932472_562454683887723_1102037425495211065_nზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალი საწარმოების არსებობას ადგილობრივი მოსახლეობა დადებითად აფასებს. მათი განცხადებით მეტი სამუშაო ადგილის შექმნა სოციალურ ფონს საგრძნობლად გამოასწორებს.

“ასეც უნდა ხდებოდეს. “ქართული ოცნება” ასრულებს წინასაარჩევნო დაპირებებს, თუმცა ეს ხდება თანდათან. ჩვენ აქვე ვცხოვრობთ სადაც თხილის გადამამუშავებელი ქარხანაა. არ გვიწევს მგზავრობაში ფულის გადახდა და ის თანხა, რასაც გამოვიმუშავებთ ჩვენ გვრჩება. ასეთი საწარმოები ყველგან თუ გაიხსნება, ეს კიდევ უფრო შეუმსუბუქებს მოსახლეობას პრობლემებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ასე იქნება”-აცხადებენ ზუგდიდის რაიონის სოფელ ონარიის მაცხოვრებლები.

საერთო სოციალური ფონის შემსუბუქებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე საუბრობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაიაც. მან საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთვის მიცემულ ინტერვ იუში განაცხადა, რომ ადგილობრივების დასაქმება მათი პრიორიტეტია. სწორედ ეს იყო მმართველი პარტიის ძირითადიმიმართულებაც.

“მე თქვენთვის მიცემულ ინტერვიუებში არაერთხელ მითქვამს და კვლავ ვიმეორებ. რომ “ქართული ოცნება” აგრძელებს იმდაპირებების შესრულებას, რასაც წინასააჩევნოდ ვპირდებოდით ხალხს. ეს, რასაც თქვენ ხედავთ, ჯერ მხოლოდ დასაწყისია. წინ კიდევ უამრავი განსახორციელებელი პროექტები გვაქვს და რათქმაუნდა ახალი საწარმოების გახსნა. ხალხი უნდა დასაქმდეს. მათ არ უნდა ჰქონდეთ მძიმე სოციალური პირობები და ჩვენ ამაზე ვიზრუნებთ. ონარიაში დღეს მოინახულა პრემიერმა თხილის გადამამუშავებელი საწარმო, სადაც 20 ადამიანი მუდმივად არის დასაქმებული, ხოლო 120-150 ადამიანამდე სეზონში. ასევე ჩვენ თქვენთან ერთად ვნახეთ სოფელ ცაიშში სასათბურე მეურნეობა. ინვესტორი სამომავლოდ 3 ჰექტარ ფართობზე გაშენებული სასათბურე მეურნეობის გაფართოებას და ხუთი წლის განმავლობაში 30 ჰექტარის ათვისებას გეგმავს. ობიექტზე ამ დროისთვის 500–მდე ადამიანია დასაქმებული. ეს დამეთანხმებით რომ ცოტა ნამდვილად არ არის”-აცხადებს ზუგდიდის გამგებელი ედიშერ თოლორაია.

სხვა ახალი ამბები: