ედიშერ თოლორაია: “ჩვენ გვაქვს იმის დიდი იმედი, რომ ახალი კადრები გაამართლებს”

0

10988322_621324791334045_3600075514463691036_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ, მოადგილე გიზო სართანიასთან და სამსახურის უფროსებთან ერთად, დღეს მუნიციპალიტეტის გამგეობაში კონკურსის წესით დასაკავებელ სხვადასხვა თანამდებობებზე ორ თვიანი საცდელი ვადით დანიშნულ 33 ახალ თანამშრომელთან გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა ახალ თანამშრომლებს სამსახურის უფროსები და საჯარო სამსახურში სამუშაო პირობები გააცნო და თანამშრომლებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ეს არის ორთვიანი საცდელი ვადა და თითოეულ მათგანზეა დამოკიდებული თუ როგორ შეძლებენ მათთვის დაკისრებული მოვალეობების პირნათლად შესრულებას.

“ჩვენ შევხვდით სორედ იმ ახალ თანამშრომლებს, რომლებიც გავლილი ტესტირებისა და გასაუბრების შემდეგ გამოსაცდელი ვადით დაინიშნნენ სხვადასხვა თანამდებობებზე. ჩვენ გვაქვს იმის დიდი იმედი, რომ ახალი კადრები გაამართლებს და თითოეული მათგანი პროფესიონალურად და პასუხისმგებლობით მოეკიდება მათთვის დაკისრებულ მოვალეობას. ეს არის ერთგვარი გარდამავალი და საცდელი ორთვიანი ვადა, რათა შევძლოთ მათი საქმიანობის დაკვირვება. სწორედ ამაზეა დამოკიდებული მათი მომავალიც”-აცხადებს ედიშერ თოლორაია.

გამგეობის ახალ თანამშრომლებთან შეხვედრის ბოლოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ იმედი გამოთქვა რომ თითოეულ მათგანთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.