ედიშერ თოლორაია: “ჩვენ ვამბობთ და ვასრულებთ”

0

10569077_531622836970908_774304550448212191_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ედიშერ თოლორაიას განცხადებით ზუგდიდში სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იწყება. მისი განცხადებით, ის დაპირებები, რასაც “ქართული ოცნება” ქართველ ხალხს არჩევნებამდე სთავაზობდა.

“ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხს არჩევნებამდე რა დაპირებებიც მისცა, ის თანდათან სრულდება. თუნდაც დღევანდელი მაგალითიც კმარა საამისოდ. ზუგდიდში დღევანდელი დღიდან საფუძველი ჩაეყარა მაღალტექნოლოგიური კლინიკის მშენებლობას, სადაც ასობით ადგილობრივი იქნება დასაქმებული. ეს იქნება მსოფლიო დონის კლინიკა, რომელიც მთლიანად რეგიონს მოემსახურება. ასევე მოემსახურება კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ადამიანებს. კლინიკის სამშენებლო სამუშაოებს კოორდინაციასა და კონტროლს გავუწევ პირადა და ვიზრუნებ, რომ ყველაფერი წესისამებრ წარიმართოს”-აცხადებს ედიშერ თოლორაია და იქვე მიმართავს ყველა იმ ადამიანს, რომლებიც წინასაარჩევნო დაპირებების მოლოდინში იყვნენ.

“ქართული ოცნება” სამთავრობო გუნდი ყველა დაპირებას უკლებლივ განახორციელებს. ზუგდიდის რაიონის მაშტაბით სხვადასხვა სოფლებში ძალიან ბევრი პროექტებია განსახორციელებელი, რომელიც უახლოეს ხანებში დაიწყება.ჩვენ ვამბობთ და ვასრულებთ. ჩვენი მიზანია ქვეყნის ეკონომიკის წინ წაწევა და სასიკეთო სიახლეები. ზუგდიდი ამ მხრივ იქნება პირველი და წამყვანი. მე ამას გპირდებით”-აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

სხვა ახალი ამბები: