ედიშერ თოლორაია: “წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო, ნათქვამია, მაგრამ ჩვენ 15-ში საღამოს დავითვლით!”

0

10294509_296253650544213_5135022400092130773_nტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში, ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემა “რეაქციაში” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატმა თენგიზ გუნავამ განაცხადა, რომ ის სამეგრელოში “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვებაში დარწმუნებულია. თენგიზ გუნავას განცხადებით “ნაციონალური მოძრაობა” “ქართულ ოცნებას” ბეჭებზე დადებს.

გუნავას აღნიშნულ განცხადებაზე პასუხობს ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” ედიშერ თოლორაია პასუხობს.  მისი განცხადებით “ნაციონალური მოძრაობისთვის” ის დრო დასრულდა, როცა ისინი ბეჭებზე დებდნენ მთელ საქართველოს და ხალხს ატყუებდნენ.

“ეს ეტაპი უკვე დარულდა! მაშინ ბეჭებზე დადება ვაჟკაცურად არ ხდებოდა, მაშინ  იყო ტერორი, დაშინება და ათასი საშინელება…  დღეს ჩვენ დემოკრატიულად, არა დაბეზღებით, არა დაშინებით გავაკეთებთ საქმეს. მე მოქმედი გამგებელიც ვარ და კანდიდატიც. ხალხს აფხაზეთის დაბრუნებას ვერ შევპირდები, მაგრამ რეალობაში ვამყოფებ მათ და არა ილუზიაში. უკვე 400-მდე ახალი პროექტი განვახორიელეთ სამეგრელოში და ამას ხალხი ყველაზე კარგად ხედავს. ჩვენ არავის დავაძალებთ ხმის მოცემას, ის კი არა, ყველას ასე მივმართავ, ისე მოიქეცით, როგორც ღმერთი და სინდისი გიკარნახებთ-მეთქი.”-აცხადებს ედიშერ თოლორაია და იქვე დასძენს, რომ წესისამებრ წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან. ედიშერ თოლორაია კი წიწილების დათვლას 15 ივნისს, ღამის საათებში აპირებს.

“არ მოვყვები ტრაბახს, თუმცა გეტყვით, რომ, როცა ზუგდიდის მოსახლეობას ვხვდები, მართლა იგრძნობა მათი კეთლგანწყობა ჩვენს მიმართ. წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო, ნათქვამია, მაგრამ ჩვენ 15-ში საღამოს დავითვლით!”-აცხადებს თოლორაია.

სხვა ახალი ამბები: