ედუარდ შევარდნაძეს მეუღლის გვერდით დაკრძალავენ

0

nanuli da eduardiსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს ექსპრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს 13 ივლისს კრწანისის რეზიდენციის ეზოში, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.

სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება 9–10 ივლისს კრწანისის რეზიდენციაში, 11–12 ივლისს სამების საკათედრო ტაძარში 18.00 საათიდან.

13 ივლისს, 14.00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში დაიწყება სამგლოვიარო ცერემონია, 15.00 საათზე ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს სამებიდან გამოასვენებენ.

კრწანისის რეზიდენციაში გახსნილია სამძიმრის წიგნი.

სხვა ახალი ამბები: