ედუარდ შევარდნაძე: “აჩვენეთ სააკაშვილს ის კადრები, როგორ იჭერდნენ თავად ადამიანებს”

2

edoo“არავის აქვს შემონახული ის კადრები, როგორ იჭერდნენ თავად, ღამით ოჯახებიდან როგორ გამოჰყავდათ ტრუსებით ადამიანები, როგორ აწიოკებდნენ მათ ოჯახებს და მცირეწლოვან ბავშვებს? აჩვენეთ ეს კადრები სააკაშვილს და მის გუნდს, გაახსენეთ, და იმედია, მიხვდებიან, რას ნიშნავს პოლიტიკური ანგარიშსწორება”,-აცხადებს საქართველოს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც გაზეთ “ასავალ-დასავალს” ინტერვიუ მისცა.

ექს-პრეზიდენტის განცხადებით სააკაშვილის ხელისუფლება თავს სასაცილო მდგომარეობაში იგდებს, რამეთუ “ბედავენ კიდეც იმის თქმას, რომ თურმე ბაჩო ახალია, ეს “პატრიოტი” კაცი, ვაშლის გათლისთვის დაიჭირეს. ხალხმა კარგად იცის, თითოეულ მათგანს რა დანაშაული მიუძღვის ქვეყნის წინაშე. ხელისუფლებას, რომელმაც ისტორიას ისეთი სამარცხვინო ფაქტი შემატა, არც შეიძლებოდა სხვაგვარი პოლიტიკური მომავალი ჰქონოდა”, – აცხადებს ედუარდ შევარდნაძე.

გაზეთ “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის შეკითხვაზე, “მიუხედავად არაერთგზის მონანიებისა, შეუნდობს თუ არა მას საქართველოს მოსახლეობას იმას, რომ მან სააკაშვილი “დაგვიტოვა”, შევარდანძე პასუხობს:
“მოკლედ გიპასუხებთ – უნდა მაპატიონ”.

 

სხვა ახალი ამბები: