ედუარდ შევარდნაძე: “ბურჯანაძე კარგი პრეზიდენტი ვერ იქნება”

0

shevardnadzeექს–პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის აზრით, გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, რომ პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ფარულად უჭერს მხარს ნინო ბურჯანაძის კანდიდატურას მომავალ პრეზიდენტად, „ნაციონალური მოძრაობის“ ჭორებია“.

ამის შესახებ შევარდნაძემ გაზეთ „ასავალ–დასავალისათვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე შეფასებით, „ბურჯანაძე გამოცდილი პოლიტიკოსია, მაგრამ ის კარგი პრეზიდენტი ვერ იქნება“.

„მინდა, გამოვეხმაურო გავრცელებულ ჭორს, თითქოს ნინო ბურჯანიძის საარჩევნო კამპანიას ფარულად ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს და შემდგარია გარიგება, რომ არჩევნებში ბურჯანაძე გაიმარჯვებს. დარწმუნებული ვარ, მსგავსი არაფერი ხდება და ეს ჭორიც იმ ადამიანების გავრცელებულია, ვინც დღემდე სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს ემსახურება. არაერთხელ მითქვამს, ნინო გამოცდილი პოლიტიკოსია, მაგრამ ის კარგი პრეზიდენტი ვერ იქნება. რაც შეეხება ივანიშვილის პრემიერობას, მართლაც, იდეალური იქნებოდა. იმედი მაქვს, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოვედღიურად უფრო რწმუნდება, რომ პოლიტიკურ სტაბილურობას მისი პრემიერ-მინისტრობა აუცილებლად სჭირდება, ისევე, როგორც აუცილებლად სჭირდება სამართლიანობის აღდგენა“, – განაცხადა შევარდნაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, „თუ ვინმეს სურს ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის შეტანა, ის არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ქვეყნას ღალატობს“.

„თუ მართლა ამას ვინმე აპირებს, უნდა ესმოდეს, რომ ახლა ღალატი მარტო ივანიშვილის კი არა, მთელი ერის ღალატი იქნება. ვინც ეს ჩაიფიქრა, უნდა იცოდეს, რომ სიტუაციის არევას ვერ შეძლებს, მაგრამ საკუთარ პოლიტიკურ მომავალს საბოლოოდ დაასამარებს“,– განაცხადა შევარდნაძემ.

სხვა ახალი ამბები: