ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა

0

edo2886 წლის ასაკში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა. როგორც “მედიანიუსს” ექსპრეზიდენტის პრესმდივანმა მარინე დავითაშვილმა განუცხადა, ედუარდ შევარდნაძე ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად დღეს, 12.00 საათზე გარდაიცვალა.

„მის გარდაცვალებაზე გავრცელებული ინფორმაცია ამჯერად ნამდვილია. ჯერჯერობით სხვას ვერაფერს გეტყვით“, — აღნიშნა მარინე დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებაზე ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა.

სხვა ახალი ამბები: