ედუარდ შევარდნაძე: „დარწმუნებული ვარ, გუნავა იმიტომ შეიწყალა, რომ რაღაცაში სჭირდება. ახალაია კი არ სჭირდება”

0

eduardshevardnadzeსაქართველოს ექს–პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა იმიტომ შეიწყალა, რომ სჭირდება, თავდაცვისა და შს–ექს მინისტრი ბაჩო ახალაია  – არა, ხოლო შს ყოფილ მინისტრ და ყოფილ–პრემიერის ვანო მერაბიშვილის შეწყალებას ვერ გაბედავს. ამის შესახებ შევარდნაძემ გაზეთ „ასავალ–დასავალისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„დარწმუნებული ვარ, გუნავა იმიტომ შეიწყალა, რომ რაღაცაში სჭირდება. ახალაია კი არ სჭირდება, ეს მისი დაკავების დღიდან დაამტკიცა. შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილს, ახალაიას დაჭერა არც გაუპროტესტებია. საინტერესოა, სააკაშვილი იმაზე თუ ფიქრობს, თავდ მას ვინ შეიწყალებს? არადა, უკვე ივანიშვილმაც განაცხადა, რომ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე აუცილებლად წარდგება. სულ რაღაც სამიოდე თვე და ყველაფერი გაირკვევა, ყველას ბედი გადაწყდება, პირველ რიგში – სააკაშვილის. ამიტომ, არ მიკვირს, რომ თავს ვეღარ აკონტროლებს. იმის ფიქრზე საშინელი არაფერია, რომ შეიძლება სახალხო სასამართლოს წინაშე წარსდგე”. – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.

სხვა ახალი ამბები: