ედუარდ შევარდნაძე: “თუ ბიძინა არ იმოქმედებს, მისი ხელისუფლება სააკაშვილის ხელისუფლების ბედს გაიზიარებს”

0

shevardnadze“საზოგადოებაში უკვე მწიფდება აზრი – სააკაშვილი და “ნაციონალები” ამდენს იმიტომ ბედავენ, რომ ხედავენ, რეალურად მათი დამსჯელი არავინაა. მართალი გითხრათ, მეც ვეთანხმები ხალხის განწყობას. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არათუ ბევრს ბედავენ, ისევ მუქარით გველაპარაკებიან და ივანიშვილის მთავრობის დისკრედიტაციისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ.

მართალი გითხრათ, ბიძინასგან მეტს ველოდი სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. არც კი მინდა ვიფიქრო, რა მოხდება, თუ სამართალი არ აღსრულდება. უკვე გაკეთდა განცხადებები, რომ, თუ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს დამნაშავეთა დასჯას, ამას თვითონ ხალხი გააკეთებს. გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ბაჩო ახალაიასაც პატიმრობა გირაოთი შეუცვალონ. ეს უკვე ბოლო წვეთი იქნება.

იმედია, ეს კარგად ესმის ხელისუფლებასაც. მინდა, შენიშვნა გავაკეთო ივანიშვილის მისამართით. პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს, ხალხიც ჯერჯერობით მხარს უჭერს. მოვიდა კონკრეტული მოქმედებების დრო. მარტო ლაპარაკი საქმეს არ აკეთებს. თუ ბიძინა არ იმოქმედებს, მისი ხელისუფლება სააკაშვილის ხელისუფლების ბედს გაიზიარებს”

სხვა ახალი ამბები: