ედუარდ შევარდნაძე: რუსეთის ინტერესების გამტარებელი საქართველოში მიხეილ სააკაშვილია”

0

Eduard-Shevardnadzeსაქართველოს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე პრემიერ ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან სავარაუდო კავშირს გამორიცხავს და აცხადებს, რომ რუსეთის ინტერესების გამტარებელი საქართველოში, ამჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. ამის შესახებ ედუარდ შევარდნაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის“  მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“დღევანდელი გადასახედიდან შემიძლია, ხატზე დავიფიცო, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის კაცი არ არის, რასაც ვერ ვიტყვი სააკაშვილზე. დღევანდელი გადასახედიდან, სააკაშვილი უფროა რუსეთის კაცი, ვიდრე სხვა ვინმე. რუსეთისთვის სააკაშვილი ყველაზე სასურველი კანდიდატი იყო საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, ასეთს სხვას ვეღარ ნახავს. 2008 წლის აგვისტოში მან სააკაშვილისგან მიიღო ის, რაც უნდოდა და კიდევ ბევრს მიიღებდა, რომ არა ივანიშვილი. ამიტომაც არის, რომ კრემლი საქართველოს ახალ ხელისუფლებას მდგომარეობას ასე ურთულებს – ეგრეთ წოდებულ საზღვარზე არსებულ სიტუაციას ვგულისხმობ“,– განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ და დასძინა, რომ  „სააკაშვილმა დაკარგა ქართველის ხალხის ნდობა და რაც მთავარია, რუსეთისაც“.

სხვა ახალი ამბები: