ედუარდ შევარდნაძე თვლის, რომ ის ისევ საქართველოს პრეზიდენტია

0

Eduard_Shevardnadze,_011005-D-2987S-066აუდიო ინფორმაცია![ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/shevardnadze.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]
გაზეთმა “ასავალ-დასავალმა’ ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მორიგი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ის ისევ პრეზიდენტად ითვლება, რადგანაც მისი გადადგომის ოფიციალური განცხადება არ არსებობს.

“სხვათაშორის, გადადგომის თაობაზე ჩემი ხელმოწერილი განცხადება არ არსებობს, გამოდის, ისევ პრეზიდენტი ვარ!”-აცხადებს ედუარდ შევარდნაძე და ავე დასძენს, რომ ის ხალხის პროტესტმა აიძულა გადამდგარიყო. ედუარდ შევარდნაძე მიიჩნევს, რომ იგივე ხალხი აიძულებს მოქმედ პრეზიდენტსაც გადადგეს. ამავე ინტერვიუდან ირკვევა ისიც, რომ მას არასოდეს უფიქრია მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტებაზე, რადგანაც საქართველოს მომავალ პრეზიდენტად ის მხოლოდ ზურაბ ჟვანიას მოიაზრებდა.

“” პრეზიდენტად მე ზურაბ ჟვანიას მოვიაზრებდი, სააკაშვილის პრეზიდენტობა არასდროს მიფიქრია. თუმცა, კონკრეტულ მომენტში, სამწუხაროდ, სააკაშვილმა აჯობა. ზურა სააკაშვილისთვის სერიოზული შემაკავებელი იყო და მისი სიკვდილის შემდეგ სრულიად უკონტროლო გახდა. მაშინ, 2003 წელს, ხალხის პროტესტმა მაიძულა, რომ გადავმდგარიყავი. ხალხი აიძულებს სააკაშვილსაც, რომ გადადგეს!”-აცხადებს ედუარდ შევარდნაძე.

 

სხვა ახალი ამბები: