ევროსაბჭოში პრემიერ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის სრული ტექსტი

0

get_imgსაქართველოს პრემიერ-მინისტრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლის სრულ ტექსტს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტო smo.ge  ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას უცვლელად გთავაზობთ:

“ევროპული ღირებულებების დამკვიდრების გზას თქვენ საუკუნეებია ადგახართ, ჩვენ კი, გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნები, სულ ახლახანს შემოგიერთდით. ჩვენ მძიმე წარსული მოგვყვება და სწორედ ამიტომ აქვს ამ წარმატებულ ინსტიტუტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნებისათვის, რომლებიც ახლა ვდგამთ ნაბიჯებს ერთიან ევროპაში სრულყოფილი ინტეგრირების გზაზე.

თქვენ ბრძანდებით მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შეესხას ხორცი ევროპულ ოცნებას მშვიდობიან თანამშრომლობაზე. თქვენ ამ ხედვის მარტო ავტორები კი არა ხართ, არამედ ძალ-ღონეს არ იშურებთ იმისათვის, რომ რეალურად დანერგოთ ეს ხედვა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის ათასობით პროექტი, შეხვედრა და კონსულტაციები, რომლებსაც თქვენ ყოველწლიურად ახორციელებთ.

ჯერ კიდევ1945 წელს ევროპა სულ რამდენიმე დემოკრატიულ სახელმწიფოს ითვლიდა. დღეს კი 47 ქვეყანა, 800 მილიონი მოსახლეობით, ერთიანდება ევროსაბჭოში, მსოფლიოს ამ უდიდეს ორგანიზაციაში, რომელიც დემოკრატიის სამსახურში დგას. ამას თქვენ ათწლეულობით გაწეული შრომის შედეგად მიაღწიეთ.1949 წელს შეიქმნა ევროპის საბჭო. მაშინ ომისგან დაქანცული და გაპარტახებული ევროპა, ახლა ყველაზე აყვავებული რეგიონია მსოფლიოში.

1999 წელს საქართველო ევროპის საბჭოს რიგით 41-ე წევრი სახელმწიფო გახდა.

ჩემი ქვეყნისათვის თქვენს რიგებში ყოფნა ძალიან საამაყოა. ჩვენ გვიან შევუერთდით ევროპის თავისუფლებისმოყვარე თანამოაზრეთა ჯგუფს და კარგად ვიცით, რომ წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ჩვენი გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაცემის პრეცედენტი გახდა.

სწორედ ამის გამო ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას თქვენ წინაშე გამოსვლისას. კარგად ვიცი, რომ დემოკრატიული მართვის გამოცდილება გვაკლია. როდესაც შინ, ჩვენს ოპონენტებთან ვკამათობთ, მაშინ ყველაზე კარგად ჩანს, რამდენად გვაკლია პოლიტიკური დებატების გამოცდილება, რამდენად რთულია შეწყვიტო კამათი და ენდო მეორე მხარის კეთილ ნებას. თქვენთვის, ბუნებრივია, ძნელია ამის გაგება.

იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს საქართველოს წინაშე დგას, თავისი ახსნა აქვს. ჩვენმა ქვეყანამ საკმაოდ ძნელი გზა გამოიარა თავისი ისტორიის განმავლობაში. ჩვენ რთულ რეგიონში ვცხოვრობთ. გლობალიზებული მსოფლიოს უამრავი გამოწვევა და პრობლემა ჩვენც გვეხება. და სწორედ ამიტომ გვჭირდება თქვენი დახმარება, ევროპის საბჭოს ინსტიტუტების მხარდაჭერა, რომლებიც მეგზურობას გაგვიწევენ ამ გარდამავალ პერიოდში.
ჩვენ გავაგრძელებთ წინა ხელისუფლების მიერ მმართველობის პირველ წლებში წამოწყებული რეფორმების იმ მცირე ნაწილს, რომელიც სასიკეთო იყო ქვეყნისთვის, მაგრამ ვალდებული ვართ, უკანასკნელ წლებში ავტორიტარულ სტრუქტურებად ქცეული ინსტიტუტები თანამედროვე დემოკრატიული ინსტიტუტებით შევცვალოთ.
საქართველოში ბოლო წლებში პრაქტიკულად ყველა სფერო მმართველი ელიტის კონტროლქვეშ იყო, აბუჩად იყო აგდებული ქვეყნის უმთავრესი კანონი – კონსტიტუცია და ის, ფაქტობრივად, ერთი ადამიანის ამბციებს იყო მორგებული; ელიტარული კორუფცია ბიზნესის განვითარების არავითარ საშუალებას არ იძლეოდა; იგნორირებული იყო ადამიანის უფლებები; ზეწოლა ხდებოდა არამხოლოდ განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებზე, არამედ მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე; მედია თითქმის სრულად იყო კონტოლირებადი.
ჩვენ დავიწყეთ სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რომელიც მოქალაქეებს დაუბრუნებს ღირსების გრძნობას, მოუშუშებს იარებს და გაუნელებს რისხვას. ეს კი გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა პასუხისგებაში მიცემას ყველა სათანადო სამართლებრივი პროცედურის სრული დაცვით, მაგრამ გულისხმობს იმასაც, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ის ათასობით საქმის ერთგული საჯარო მოხელე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მსახურობდა.
ჩვენი მხრივ კი, ძალას არ დავიშურებთ, რომ ყველა ჩვენი სტრატეგია სრულიად გამჭვირვალე იყოს და ხელი შევუწყოთ დასავლური მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას საქართველოში. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ბევრი საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა და თავად დარწმუნდება ჩვენი მოქმედებების სისწორეში.
ჩემი მოწვევით ევროკავშირმა საქართველოში მოავლინა თომას ჰამარბერგი – ყოფილი ევროსაბჭოს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში – როგორც სპეციალური მრჩეველი სამართლებრივი და საკონსტიტუციო რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა მიმართულებით. ხოლო ეუთოსა და სხვა საერთაშორისო სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები განახორციელებენ წინა ხელისუფლების თანამდებობის პირთა საქმეების გამოძიებისა და სასამართლო პროცესების მონიტორინგს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამ პროცესების შესაბამისობა საერთაშორისო ნორმებთან.
ჩვენ გვყავს იუსტიციის მინისტრი, ქალბატონი თეა წულუკიანი, რომელსაც თავად აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მუშაობის გამოცდილება. ჩვენ ევროპის საბჭოს არაერთ უწყებასთან ვთანამშრომლობთ. განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო ვენეციის პროცესის ლიდერთა მიმართ, რომლებმაც დიდი დახმარება გაგვიწიეს სასამართლო სისტემის რეფორმის განხორციელების საქმეში.

ჩვენთვის ასევე სამაგალითოა საპარლამენტო ასამბლეაში მიმდინარე დებატები. ვთანამშრომლობთ ევროპის საბჭოს მრავალ სააგენტოსა და კომიტეტთან, რათა ჩვენი ხელისუფლების საქმიანობა ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისი იყოს. ვმუშაობთ კონკრეტულ საკითხებზე უმცირესობათა უფლებების მიმართულებით, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენი ურთიერთობა ევროპის საბჭოსთან ახალ საფეხურზე ავიდეს.

ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ ამ თანამშრომლობის გაგრძელებისთვის. თუმცა, საქართველოს მომავალი განვითარების ჩვენი ხედვა, ჩვენი ოცნება, მარტო ამით არ შემოიფარგლება. მე კარგად გავეცანი დღევანდელი ევროპის მშენებლობის ისტორიას და მივხვდი, რომ ერთიანი ევროპის მშენებლობა, პირველ რიგში, ეს არის პროექტი მშვიდობისათვის.

ერთი თვალის გადავლებითაც კარგად ჩანს, რომ გასული საუკუნე დამანგრეველი იყო პატარა ქვეყნებისთვის, რადგან ისინი საკუთარი ნების წინააღმდეგ მუდმივად საომარ მოქმედებებსა და კონფლიქტებში იყვნენ ჩაბმული. ევროპა ერთ დროს ბრძოლის ველად იყო ქცეული. 2012 წელს ევროპის კავშირისათვის ნობელის პრემიის მინიჭება არის აღიარება იმისა, რომ ევროპას ისტორიული მნიშვნელობის მიღწევები აქვს მშვიდობის აღმშენებლობის კუთხით.

ყველას კარგად მოეხსენება, რომ ომის საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს, რადგან მცირე ქვეყნების წინააღმდეგ კვლავაც ხორციელდება აგრესია. ამის ნათელი მაგალითია ჩემი ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი2008 წელს რუსეთის მიერ იქნა ოკუპირებული. სამწუხაროდ, კიდევ არსებობს კონფლიქტების საშიშროება ჩვენს რეგიონში. უნდა აღვნიშნო, რომ კავკასია ჯერ კიდევ არ არის მშვიდობის ზონა.

ჩვენ განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ჩვენ უნდა წარვმართოთ დიალოგი რუსეთთან, რომელიც ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელი სახელმწიფოა. ახალი პრაგმატული მიდგომით დავიწყეთ ორმხრივი დიალოგი რუსეთთან, რუსულ ბაზარზე ვაბრუნებთ ქართულ პროდუქციას. რუსეთისმიმართჩვენიპოზიციაიქნებაკორექტული, მაგრამპრინციპული. რუსეთთან ურთიერთობაში ჩემი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა იმის დემონსტრირებაა, რომ ჩვენ მზად ვართ ახალი ურთიერთობისთვის.

ჩვენ ორივე მხრეს გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთას არ ვაპირებთ.2010 წელს საქართველომ ცალმხრივად აიღო კონფლიქტების დარეგულირების პროცესში ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, რაც 2013 წლის 7 მარტს გაამყარა საპარლამენტო რეზოლუციით. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩამოყალიბებული ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი ის ერთადერთისაერთაშორისო მექანიზმია, სადაც ქართველი და რუსი დიპლომატები ოფიციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით.

ამ რთულ პროცესში, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის, კერძოდ ევროპელი პარტნიორების, მაქსიმალური ჩართულობა და მიზანმიმართული მხარდაჭერა. თბილისსა და მოსკოვს შორის დაწყებულმა დიალოგმა არ უნდა შექმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველო დამოუკიდებლად აგვარებს რუსეთთან ურთიერთობებს და აღარ საჭიროებს პარტნიორების მხარდაჭერას.

ჩვენ რეალისტურად ვუყურებთ საქართველოს შესაძლებლობებს. ვაღიარებთ, რომ საქართველო არის მცირე რეგიონალური ძალა ერთობ არასტაბილურ გარემოში. შეუძლებელია მდგრადი მომავლის აშენება სამხედრო ძალის დემონსტრირებით. მეორე მხრივ, შეუძლებელია რეგიონში მშვიდობის დამყარებაში წარმატების მიღწევა, თუ საქართველოსაგან მოელიან კანონიერი ინტერესების, განსაკუთრებით, ტერიტორიული მთლიანობისა და მოქალაქეების შინ დაბრუნების უფლების უგულებელყოფას.
ამ ურთიერთობის მოწესრიგება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად კავკასიისთვის იქნება ნაყოფიერი. განზრახული გვაქვს სამოქალაქო საზოგადოების ინსტრუმენტების გამოყენება ჩვენს რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად.უპირველეს ყოვლისა კი, ჩვენ გავამახვილებთ ყურადღებას დემოკრატიაზე, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ საქართველოს უსაფრთხოება, ერთიანობა და კეთილდღეობადიდწილად,სწორედ,ჩვენი დემოკრატიის ხარისხზეა დამოკიდებული.
მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოსდასავლურიორიენტაცია – ევროკავშირსადანატოშიინტეგრაციაარისჩვენისტრატეგიულიარჩევანიდა ამას ალტერნატივაარა აქვს. ეს არჩევანი არეკუთვნისმხოლოდერთკონკრეტულპოლიტიკურჯგუფს,ესარჩევანიქართველმახალხმადიდიხანიაგააკეთა.

საქართველოს გადაწყვეტილება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მოთხოვნასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, ასახავს დასავლური ღირებულებებისადმი ჩვენი ხალხის ერთგულებას, რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა ცოტა ხნის წინ პარლამენტის მიერ ერთსულოვნად მიღებულ რეზოლუციაში საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესახებ.

რამდენიმე სიტყვით მინდა შევეხო ჩვენს მიმდინარე და სამომავლო გეგმებს: მთავრობა აქტიურად მუშაობს დასაქმებისპოლიტიკაზე, ამ მიმართულებით იხვეწება შრომის კანონმდებლობა, რათა იგი მაქსიმალურად შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს. მიმაჩნია, რომ სახელმწიფო გადამწყვეტ როლს უნდა თამაშობდეს ბიზნესის განვითარებაში და უნდა მისცეს ამ სფეროს განვითარების გარანტიები. დღეს ბიზნესი თავისუფალია პოლიტიკური წნეხისგან და ყველანი ძალიან მალე დავინახავთ კონკრეტულ, პოზიტიურ შედეგებს ინვესტიციების გაზრდის თვალსაზრისით.
უკვე შევძელით კომუნალურიტარიფებისრეალურგათვლებზე დაფუძნებადა სამართლიანი გადაანგარიშება. ამ მიმართულებით კვლავ გრძელდება მუშაობა და მოლაპარაკებები ჩვენს პარტნიორებთან.საქართველოს მთავრობა ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროგრამას, რომელიც თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა ჩვენი ქვეყნისთვის; აგრეთვე ატარებსჯანდაცვისსფეროს უმნიშვნელოვანეს რეფორმას. უკვე ამოქმედდა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა. რეფორმისშემდეგ ეტაპზე საქართველოსყველამოქალაქეს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოსსახელმწიფოდაზღვევისუნივერსალურისადაზღვევოპაკეტითდა ეს სისტემა მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწება.

დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყნის აშენება წარმოუდგენელია თავისუფალი მედიის გარეშე. ჟურნალისტი უნდა იყოს ხელისუფლების პირველი კრიტიკოსი და ის საზოგადოებას ობიექტურ ინფორმაციას უნდა აწვდიდეს. ჩვენი მთავრობა აბსოლუტურად გასნილია მედიის წარმომადგენლებისთვის და მათი ობიექტური შეფასებები და კრიტიკა ძალიან გვადგება ჩვენს საქმიანობაში.

მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა გახლავთ ჭეშმარიტად დემოკრატიული პროცესების უზრუნველყოფის ქვაკუთხედი ქვეყანაში. წამოწყებული რეფორმა ეყრდნობა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეკომენდაციებს და ასახავს ვენეციის კომისიისა და საქართველოს სასამართლო ხელისუფლების წინადადებებს.

მჯერა, საქართველოს აქვს მართლაც დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების შესაძლებლობა, რომელიც თავისუფალი იქნება აღმასრულებელი შტოსა თუ სხვა სახის პოლიტიკური ზეგავლენისაგან. საქართველოს ხელისუფლების მიზანია, არ გაუშვას ხელიდან ეს შესაძლებლობა.

მთავრობის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ეროვნული უმცირესობების ინტეგრაცია საქართველოსმოსახლეობასთან, რათამათთავისრულყოფილად იგრძნონთავისიქვეყნისშვილად. ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ მრავალკონფესიურ თანაცხოვრებას, რისი მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებაც აქვს საქართველოს. ადგილობრივითვითმმართველობებისგაძლიერებაერთ-ერთიწინაპირობაამათისაქართველოსმოსახლეობასთანინტეგრაციისთვის.

თქვენ, ალბათ, იცით ის ემოციური ფონი, რომელიც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში შეიქმნა. საზოგადოება წლების განმავლობაში იყო მომსწრე იმისა, რომ ერთი პოლიტიკური ძალა დომინირებდა ხელისუფლების ყველა დონეზე და ხალხს დღემდე უჭირს იმ ახალი რეალობის აღქმა, როდესაც სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა პოლიტიკური ძალა არის გადაწყვეტილების მიმღები.
სწორედ ამ დამკვიდრებული პრაქტიკის გამო ბოლო საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური ძალის ცვლილებამ ადგილობრივ მოსახლეობაში გააჩინა განცდა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებშიც გარდაუვალია პოლიტიკური ძალების შეცვლა. ამასთან, საქართველოში დამკვიდრდა სამწუხარო ტრადიცია იმისა, რომ ადგილობრივ დონეებზე პოლიტიკურ კუთვნილებას იცვლიან იმის მიხედვით, თუ ვინ არის მმართველი პოლიტიკური ძალა. სამწუხაროდ, ამ მოვლენებმა მალევე მიიღო ქაოსური ხასიათი და ზოგ შემთხვევაში კანონის ჩარჩოებსაც გასცდა.

საქართველოს მთავრობა ერთგულია ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპების და, მათ შორის, თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობის. ამავე დროს, ჩვენი, როგორც მმართველი პოლიტიკური გუნდის, მოვალეობაა სათანადო რეაგირება მოვახდინოთ კანონდარღვევის ფაქტებზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა და სამართალდამცავი ორგანოები კანონით გათვალისწინებულ რეაგირებას მოახდენენ იძულების, ზეწოლის ან დაშინების ნებისმიერ ფაქტზე, თუ ასეთი რამ მოხდება.

ბატონო პრეზიდენტო,

ხელისუფლებაში ყოფნის მეექვსე თვისათვის “ქართულმა ოცნებამ” უკვე მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს. ჩვენი პროგრამა სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობასთან დაკავშირებით აქტიურად ხორციელდება, ეკონომიკა უბრუნდება მყარ საფუძვლებს, უკანასკნელი გამოკითხვები ცხადყოფს ამომრჩეველთა მზარდ მხარდაჭერას ხელისუფლებისადმი, ჩვენ სტაბილურად მივიწევთ წინ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე შეიმჩნევა მცირე წინგადადგმული ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობებში.

ალბათ, ყველაზე იმედის მომცემი გახლავთ ის, რომ რთული დასაწყისის შემდეგ ჩვენ ვიწყებთ ევროკავშირისაგან მიღებული გაკვეთილების ცხოვრებაში გატარებას ყოფილ მოწინააღმდეგეებთან კონსენსუსის მიღწევის თვალსაზრისით.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველომ უკვე გადალახა ყველაზე კრიტიკული მომენტი. ჩვენი გამარჯვება ოქტომბრის არჩევნებში არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ მდგრადი დემოკრატიისაკენ. ამ მიზნის მიღწევას კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მოქალაქეებისათვის, რაც, ჩემი ღრმა რწმენით, დაგვეხმარება მშვიდობის დამყარების პროექტში, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ევროპული იდეალის ამ არსებითი საფუძვლის უზრუნველყოფაში”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე.

სხვა ახალი ამბები: