ეთერ კაკულიას სახელობის ვარსკვლავი ფილარმონიაში 29 ნოემბერს გაიხსნება

0

10305260_789537914424187_6441221218991603938_nმიმდინარე წლის 29 ნოემბერს ყველასათვის საყვარელ მომღერალს ეთერ კაკულიას იუბილე აქვს. მომღერალი ასაკს კვლავ არ ამხელს, თუმცა ტრადიციულად თავის იუბილეს ოპტიმისტურად ხვდება.

29 ნოემბერს, ეთერ კაკულიას თბილისში, დიდი საკონცერტო დარბაზის შესასვლლელთან ვარსკვლავს გაუხსნიან და მის შემოქმედებას კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დააფასებენ.

“ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანადგომით ხორციელდება. ეთერ კაკულიას რეპერტუარში 200 სიმღერა აქვს. მათ შორის 20 სიმღერა შეირჩა, რომელსაც ესტრადის ცნობილი მომღერლები შეასრულებენ“, – აცხადებს ღონისძიების ორგანიზატორი რაულ ქირია.

ფილარმონიაში ეთერ კაკულია როგორც სტუმარი, ისე მივა, თუმცა კონცერტის ბოლოს სცენაზე ავა და კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილის სიმღერას შეასრულებს. კონცერტზე დასასწრები ბილეთები არ გაიყიდება და მაყურებლებს მოსაწვევები დაურიგდებათ. კონცერტის ბოლოს კი, ფილარმონიის წინ ვარსკვლავის გახსნის ცერემონია გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: