ეთერ კაკულიას ჯამრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ექიმებმა მკურნალობის კურსი შეუჩერეს

0

10943107_428807060602621_4786811322148041124_nცნობილი ქართველი მომღერლის, ეთერ კაკულიას ჯამრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. ექიმებმა მას ისრაელში ქიმიოთერაპიის კურსის მკურნალობა შეუჩერეს. ქართველ მომღეღალს კატასტროფის ცენტრი გვიან ღამით თელავივიდან თბილისში, საკუთარ სახლში ჩამოიყვანს. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელ facebook-ის პირად გვერდზე ეთერ კაკულიას მეგობარი, ჟურნალისტი რაულ ქირია ავრცელებს.

“ეთერის თბილისში გვიან ღამით კატასტროფის ცენტრი საკუთარ სახლში ჩამოიყვანენ. მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, ქიმიოთერაპია შეუჩერეს ფაქტიურად მკურნალობას აზრი არ აქვს. ბოლო დროს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდა. ბედის იმედად დავრჩით, დღეს ღამე ჩამოიყვანენ ისრაელიდან, არც ვიცი ფრენას თუ გაუძლებს, ჩემი ეთერი”-წერს რაულ ქირია facebook-ში.

შეგახსენებთ, რომ ქართველ მომღერალს ეთერ კაკულიას ზუსტად ერთი წლის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვებს. იგი ქიმიოთერაპიის მკურნალობის კურსს ისრაელის საუკეთესო კლინიკაში გადიოდა.