“ეიპიემ ტერმინალსი” ფოთში მეგა-პორტის მშენებლობას გეგმავს

0

150601 Aerial image of future Poti Seaport final stage“ეიპიემ ტერმინალსი” ფოთში მეგა-პორტის მშენებლობას გეგმავს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეს იქნება ინფრასტრუქტურული ინვესტიციის გრძელვადიანი სარგებელი ფოთის მრავალმიზნობრივ, ღრმაწყლიან ნავსადგურში რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს, კავკასიისა და ცენტრალური აზიის მომსახურებას.

მათივე ინფორმაციით, 29 მაისს, თურქეთში, სტამბოლში გაიმართა “შავი ზღვის პორტებისა და გადაზიდვების” ყოველწლიური, რიგით მე-4 კონფერენცია თემაზე – “შავი ზღვის პორტები – რეგიონის ეკონომიური ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები”, სადაც სიტყვით გამოვიდა “ეიპიემ ტერმინალს ფოთის” გენერალური დირექტორის მოადგილე ჯოზეფ ქროული. ქროულმა ისაუბრა ფოთის პორტის, როგორც შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და ცენტრალური აზიის კომერციული საქმიანობისათვის მნიშვნელოვანი კარიბჭის უპირატესობებსა და ხელსაყრელ პირობებზე.

“მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბანკის საპროგნოზო მაჩვენებელი კავკასიის რეგიონების ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით შემცირდა, “ეიპიემ ტერმინალსი” აგრძელებს ინვესტიციების განხორციელებას ფოთის პორტში, რათა უზრუნველყოს მომავალში მზარდი ტვირთნაკადის მიღება”, – განაცხადა ქროულმა.

ამასთანავე, მისი თქმით “პორტის ინფრასტრუქტურისთვის განხორციელებული ინვესტიცია ხელს შეუწყობს მომავალში კარიბჭის მოცულობის ზრდას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოსთვის გლობალური სავაჭრო პარტნიორობის თვალსაზრისით.

“ეიპიემ ტერმინალსმა” ფოთის საზღვაო ნავსადგური 2011 წლის აპრილში შეისყიდა.

“ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” დაასრულა პორტის გენერალური გეგმის დეტალური შესწავლა, რომელიც ითვალისწინებს მომავალში მზრადი ტვირთნაკადის მიღებას და ტრანსპორტირებას როგორც საქართველოს, ასევე მეზობელი ქვეყნების სომხეთისა და აზერბაიჯანის გავლით.

სხვა ახალი ამბები: