ეკა ბესელიას ავტომანქანა ავარიაში მოჰყვა

0

crash.21ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წუხელ ქობულეთში. “ფოლცვაგენის” მარკის ავტომანქანა, რომელიც ავტოავარიაში მოჰყვა  საპარლამენტო უმრავლესობის წევრსა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას ემსახურებოდა. პარლამენტის ბალანსზე მყოფი სახელმწიფო ავტომანქანა ჭადრის ხეს დაეჯახა. წყაროს ცნობით მანქანაში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად კი ადგილზე გარდაიცვალა 21 წლის გივი ცინცაძე, რომელიც მანქანაში იმყოფებოდა.გარდაცვლილის ცხედარი წუხელვე გადაასვენეს ლანჩხუთის რაიონში. მანქანის მძღოლი ქობულეთის საავადმყოფოში მოათავსეს, დანარჩენი ორი ადამიანი კი მსუბუქად დაშავდა. ავტოავარიის შესახებ საინფორმაციო სააგენტო SMO.GE-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით SMO.GE შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ნინო გიორგობიანს დაუკავშირდა, რომელმაც ქობულეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო. ნინო გიორგობიანმა SMO.GE-ს განუცხადა, რომ ჯერჯერობით მომხდარი ფაქტის დეტალებს არკვევს და ამის შესახებ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

სხვა ახალი ამბები: