ეკა ბესელია: “ახალაიას საქმეზე ორ სახელმწიფოს შორის სამართლებრივი პროცესები მიმდინარეობს”

0

beselia-ekaსაპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიას განცხადებით, დათა ახალაიას საქმესთან დაკავშირებით საქართველოსა და საბერძნეთს შორის სამართლებრივი პროცესები მიმდინარეობს.

როგორც მან ჟურნალსიტებს განუცხადა, მოლაპარაკებები საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ხდება.

,,ახალაიასთვის მძიმე ბრალდებებია წარდგენილი, მათ შორის არის გახმაურებული ფაქტი, რომელიც ადამიანების სიცოცხლის ხელყოფას უკავშირდება. როდესაც დადგება მისი ექსტრადიციის საკითხი, სასამართლო იმუშავებს და, შესაბამისად, კანონის სრული დაცვით წარიმართება ყველაფერი. ვფიქრობ, ეს პროცედურები ისევ გაგრძელდება და ყველაფერი მაქსიმალური სიზუსტით მოხდება. ეს არ არის ბოლო ეტაპი. პროცესი ისევ გრძელდება და ის საკმაოდ რთულია, ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას გათავისუფლების გადაწყვეტილება გირაოს გადახდის სანაცვლოდ მიიღო. მისი ექსტრადიციის საკითხის განხილვა კი ორი თვით გადაიდო.

ბერძნული მედიის ცნობით, დათა ახალაიას დაკავებისას ყალბი სამგზავრო დოკუმენტები, ასევე ფულადი თანხა 10 ათასი დოლარის და 20 ათასი ევროს ოდენობით აღმოაჩნდა. ბერძნული გამოცემა წერდა, რომ დაკავებულს საქართველოში ბრალი ადამიანის წამებაში ედება.

 

სხვა ახალი ამბები: