ეკა ბესელია განცხადებას ავრცელებს

0

newsადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმდჯომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ბათუმში 16 წლის გოგონას მკვლელობა სამწუხარო ფაქტია, თუმცა მსგავსი ფაქტები ადრეც ხდებოდა და პანიკის არანაირ საფუძველი არ არის. ამ საკითხთან დაკავშირებით ბესელიამ განცხადება გაავრცელა.

“ამის თქმის საშუალებას მაძლევს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები იმ მდგომარეობაზე, რაც წელს არის და რაც გასულ წლებში იყო. წელს აჭარის რეგიონში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი შეადგენს 60%, მაშინ როცა გასულ წელს მხოლოდ 16% იყო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 3300 ერთეულით არის შემცირებული დანაშაულის მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, გახსნის მაჩვენებელი კი 52%-ია . ასევე წელს აჭარაში გაორმაგებულია ტურისტების რაოდენობა. ეს იმ ფონზე,როცა 14 ათასი პატიმარია გათავისუფლებული და შიშისა და ტერორის განცდა არ არის. კონკრეტულად მკვლელობები აჭარის რეგიონში ზაფხულის სეზონში გასულ წლებშიც ხდებოდა. და ხაზგასასმელია, რომ გასულ წლებში კონკრეტულადამ რეგიონში არის გაუხსნელი მკვლელობები. შემიძლია გითხრათ: 2007 – 11 მკვლელობა მოხდა, აქედან 2 გაუხსნელია, 2008 – 9 მკვლელობა მოხდა, აქედან 4 გაუხსნელია, 2009 – 7 მკვლელობა მოხდა, აქედან 1 გაუხსნელია, 2010 – 11 მკვლელობა მოხდა, აქედან 3 გაუხსნელია, 2011 – 8 მკვლელობა მოხდა, აქედან 1 გაუხსნელია, 2012- 2 მკვლელობა მოხდა, 2-ვე გახსნილია”, – აცხადებს ბესელია.

სხვა ახალი ამბები: