ეკა ბესელია ზუგდიდში პაატა ქარდავას ოჯახის წევრებს შეხვდა

0

beselia ekaaპარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ გარდაცვლილი პაატა ქარდავას ოჯახის წევრები მოინახულა. როგორც პაატა ქარდავას ოჯახის წევრები აცხადებენ, გუშინ გამართული აქცია არც ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებული არ იყო. მათი თქმით, აქცია თავად დაგეგეს და თვითონ გამოხატეს პროტესტი თენგიზ გუნავას წინააღმდეგ.

ოჯახის წევრების განცხადებით, მათ აქციებს გარკვეული პოლიტიკური სარჩული დაედო, რის გამოც ისინი 16 ივნისამდე ყოველგვარ საპროტესტო გამოსვლებს წყვეტენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, თენგიზ გუნავასა და იმ ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლას, ვინც დანაშაული ჩაიდინა 16 ივნისიდან გააგრძელებენ და საპროტესტო აქციებს გამართავენ.

ამასთან, ეკა ბესელია აცხადებს, რომ საქმე, რომელიც უკვე გახსნილია, აუცილებლად იქნება ბოლომდე მიყვანილი. დეპუტატმა შს სამინისტროს მოუწოდა, საქმე ბოლომდე მიიყვანოს, რაც მისი თქმით, ასეც იქნება. ბესელიას ინფორმაციით, ზუგდიდიდან 20-ზე მეტი ადამიანია დაკარგული და ყველა საქმე აუცილებლად იქნება გამოძიებული და გახსნილი. რაც შეეხება პაატა ქარდავას ოჯახს, ბესელიას თქმით, ის ამ ადმიანების გვერდით დადგება.

სხვა ახალი ამბები: