ეკა ბესელია თენგიზ გუნავას დამარცხების აღიარებას ურჩევს

0

beeselia eekaaa„ნაციონალურ მოძრაობას” უნდა ეყოს გამბედაობა და ქალაქ ზუგდიდში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გამარჯვება „ქართული ოცნების” კანდიდატებს ირაკლი გოგოხიასა და ედიშერ თოლორაიას მიულოცოს. ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ გააკეთა, რომელიც ზუგდიდში იმყოფება. მისი თქმით, ეს მოწოდება განსაკუთრებით თენგიზ გუნავას ეხება.

„ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარ მხარდამჭერებს გაუჩინდა მოლოდნი რომ ზუგდიდში გაიმარჯვებდა, თუმცა ფაქტია, რომ ორივე კანდიდატი და ნაციონალურო მოძრაობა ამ არჩევნებში დამარცხდა. ამიტომაც ბატონ გუნავას უნდა ეყოს გამბედაობა და ზუგდიდს მოარიდოს ზედმეტი დაძაბულობა და ედიშერ თოლორაიასა და ირაკლი გოგოხიას გამარჯვება მოულოცოს”, -განაცხადა ბესელიამ.

სხვა ახალი ამბები: