ეკა ბესელია:- “სააკაშვილი დარჩა ნაციონალური მოძრაობის პარტიულ ლიდერად”

0

DSC01189საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის პარტიულ ლიდერად დარჩა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ნაციონალური მოძრაობის აქციაზე პრეზიდენტის მისვლას ბუნებრივი პროცესია, რადგან მიხეილ სააკაშვილმა ამ წლების განმავლობაში ვერ შეძლო გამხდარიყო მთელი ქვეყნის პრეზიდენტი და ერთი პოლიტიკური გუნდის ლიდერად დარჩა.

“ეს ხომ პარტიული თავყრილობაა და სააკაშვილი დარჩა ნაციონალური მოძრაობის პარტიულ ლიდერად. იგი ასეთი იყო მთელი ცხრა წლის განმავლობაში და დარჩა ასეთად. მან ვერ შეძლო ამ წლების განმავლობაში გამხდარიყო მთელი ქვეყნის პრეზიდენტი, ის დარჩა ერთი პოლიტიკური გუნდის ლიდერად, ამიტომ ის წარსულის ძალაა, წარსულის პოლიტიკოსია და ეს ხალხი საერთოდ წარსულში დარჩა”, – განაცხადა ბესელიამ.

სხვა ახალი ამბები: