ეკა ბესელია: “სამეგრელოში ეს ხალხი ვერასოდეს იბოგინებს”

0

11155105_473134489520192_8163616093481030536_oსაპარლამენტო უმრავლესობის წევრი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ზუგდიდში “ნაციონალების” მიერ გამართულ აქციას ახალაიების მიერ დაქირავებულების მიერ გამართულ აქციას უწოდებს. ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ახალაიების მიერ შექმნილი სისტემა დამთავრდა და ამავე კლანის მიერ მართული ხალხი სამეგრელოში ვერასოდეს იბოგინებს.

“ესენი არიან ის იაფფასიანი, დაქირავებული, ახალაიას მიერ დაქირავებული ადამიანები, რომელთა სისტემა ჩვენ დავამთავრეთ და დავამთავრეთ ერთხელ და სამუდამოდ! სამეგრელოში ეს ხალხი ვერასოდეს იბოგინებს, რადგან სამეგრელო იმსახურებს ღირსეულ და ადამიანურ მოპყრობას. ესენი უბრალოდ წარსულია”-განაცხადა ეკა ბესელიამ.

სხვა ახალი ამბები: