ეკა ბესელია: “ძალიან ვწუხვარ რომ ჟურნალისტიკა ბევრს ჭორაობა ჰგონია”

0

Eka Beseliaინტერნეტგამომცემლობა tspress.ge-ს მთავარმა რედაქტორმა ელისო ჯანაშიამ პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია პირად საუბრებში ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მისთვის ფოთის ჩაბარებაზე საუბრობს. პრემიერმა კი ჟურნალისტის რეპლიკას შემდეგი სიტყვებით უპასუხა:

“თუ ეს სიტყვები დადასტურდება, ის საკმარისი იქნება პარტიიდან ბესელიას გასარიცხად”

თავისთავად ამ ყველაფერს მოჰყვა თავად ეკა ბესელიას კომენტარიც, რომელმაც მსგავს ქმედებას ჭორაობა უწოდა და არა ჟურნალისტიკა.

“ძალიან ვწუხვარ რომ ჟურნალისტიკა ბევრს ჭორაობა ჰგონია, რაც ძალიან შორს არის პროფესიული და ეთიკური სტანდარტებისგან. იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ქალბატონი ელისო ჯანაშიას ძმა მოვიდა ჩემთან და თუ არ ვცდები, მთხოვა დაცვის უფროსის თანამდებობა. მე მას ვუთხარი, რომ მსგავს საკითხებს მე არ ვწყვეტ და საკადრო საკითხებს წყვეტს შინაგან საქმეთა მინისტრი. თუ ამის გამო არის განაწყენებული, მე ვთვლი, რომ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა საჯაროდ არასერიოზულია. მიკვირს, რას ნიშნავს ასეთი ფეოდალური განცხადება. რას ნიშნავს ქალაქი ჩამაბარა? ჩვენ ქალაქი, რაიონი და ქვეყანა გვანდო ხალხმა”,-განაცხადა ბესელიამ.

სხვა ახალი ამბები: