ეკა ბესელია:- “ხელისუფლება “ნაციონალების” პარტიულ ომში ჩარევას არ აპირებს”

0
eka“ქართული ოცნების” წარმომადგენლის, დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, „ხელისუფლება „ნაციონალების” პარტიულ ომში ჩარევას არ აპირებს”.
ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის დათა ახალაიას სახელით გუშინ „ფეისბუქში” გავრცელებულ სკანდალურ წერილს.
„ალბათ, როდესაც კრიტიკული ეტაპი დგება, ბევრი რამ სააშკარაოზე გამოდის.
ფაქტია, რომ უმძიმეს საკითხებზეა საუბარი და ახლა იმის განხილვა, თუ ვინ არის მსხვერპლი, ვინ – ორგანიზატორი, განცხადებების ომი და საპასუხო კომენტარები რთული იქნება. ზოგადად კი, ვის რა როლი მიუძღვის და ვინ რა დოზით მონაწილეობდა იმ დანაშაულებრივი სისტემისა და რეჟიმის შექმნაში, რომელსაც ადამიანები ემსხვერპლნენ, ძალიან სერიოზული გამოძიების საგანია”, – განაცხადა ბესელიამ.

 

სხვა ახალი ამბები: