ეკონომიკის მინისტრმა ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

0

11221602_509385792561728_7917008874210169982_oვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ზუგდიდის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ საქართველოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს სადაც 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით Gem fest გაიმართება. ჟურნალისტებთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლები მთავარ სცენას, კარვების ქალაქს, ხმის გამაძლიერებელ აპარატურას, კვების ობიექტებს და აკვაპარკის განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნენ.

11780146_1017583691586689_1841219310_o11783957_1017583588253366_1376915344_o11800760_1017583578253367_1775043340_o11806426_1017583601586698_1007900489_o11807079_1017583631586695_199925224_o11806640_1017583624920029_1052754309_oვიცე პრემიერის განცხადებით, ის ნანახით კმაყოფილია, გიორგი კვირიკაშვილმა საუკეთესოდ შესრულებული სამუშაოებისთვის ლევან შონიას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: „მინდა მადლობა გადავუხადო გუბერნატორს, რომელიც არამხოლოდ ამ ფესტივალის არამედ სხვა კერძო სექტორის და ბინზესის მხარდაჭერის კუთხით არის ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული“.

9 დღიან მუსიკალურ ფესტივალზე მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგული ელექტრონული მუსიკის 100-მდე ვარსკვლავი დაუკრავს, მათ შორის არმინ ვან ბიურენი, დადფაერი, თეილ ოფ აზი, ბოკა შეიდი, ელენ ალიენი, ლუჩიანო, დევიდ ავგუსტო და სხვა.