ეკონომიკის სამინისტრო ობიექტებში უკანონოდ შეჭრილ პირებს ფართების დატოვებისკენ მოუწოდებს

0

ekonomikaსაქართველოს ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფო ობიექტებში უკანონოდ შეჭრილ მოქალაქეებს, ძირითადად კი აფხაზეთიდან დევნილებს თვითნებურად მითვისებული ფართების ნებით დატოვებას ურჩევს. იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ობიექტები არ იქნება გათავისუფლებული ხელისუფლება ვითარების დარეგულირების მიზნით კანონით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გავნვითარების სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ პროცესში და მათ ვისაც დაკავებული აქვს ამ დროისთვის სხვადასხვა ობიექტები კანონით მინიჭებული უფლებების ფარგლებში დაეხმარონ,რათა გაუმჯობესდეს ამ ადამიანების სოციალური პირობები.

„ბოლო პერიოდში მასობრივი ხასიათი მიიღო სახელმწიფო შენობებში ადამიანთა ჯგუფების უკანონოდ შეჭრის ფაქტებმა. მხოლოდ სექტემბრის მეორე ნახევრიდან დღემდე მათ უკვე ათეულობით ობიექტი დაიკავეს. ისინი ასევე უკანონოდ მოითხოვენ ამ ობიექტებში ელექტროენერგიისა და წყლის შეყვანას. თუმცა, კანონის დამრღვევთა მოთხოვნების დაკმაყოფილება სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე ვერ მოხდება”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: