ელექტროენერგიის საფასურის გადახდა დღეიდან საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი

0

swrafi gadaxdaa“ენერგო–პრო ჯორჯია” აბონენტების მომსახურების გაუმჯობესების მიზნით განაგრძობს სხვადასხვა პროექტების განხორციელებას. დღეიდან კომპანიის ყველა ფილიალსა და მომსახურების ცენტრში კომპანიის აბონენტებს საშუალება ექნებათ ელექტროენერგიის დავალიანება ზედმეტი საკომისიოს გადახდის გარეშე დაფარონ.

“ენერგო–პრო ჯორჯიასა” და “ნოვა ტექნოლოჯის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შედეგად, აბონენტებისთვის უკეთესი მომსახურების პირობების შექმნის მიზნით, “ენერგო–პრო ჯორჯიას” ოფისებში დღეიდან განთავსებულია “ნოვა ტექნოლოჯის” სწრაფი გადახდის აპარატები. აღნიშნული აპარატების მეშვეობით კომპანიის ყველა აბონენტს შეეძლება გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური საკომისიოს გარეშე.

„ენერგო–პრო ჯორჯია” ორიენტირებულია აბონენტების მომსახურების გაუმჯობესებაზე და შესაბამისად, მუდმივად ქმნის სიახლეებს ამ კუთხით. კერძოდ, დღეიდან ჩვენი აბონენტები შეძლებენ ელექტროენერგიის გადასახადის გადახდას კომპანიის ნებისმიერ ფილიალსა და მომსახურების ცენტრში და რაც მთავარია აღნიშნული მომსახურება იქნება სრულიად უფასო“ – განაცხადა ენერგო–პრო ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ავთო დვალიშვილმა.

ენერგო–პრო ჯორჯიასთვის ძალიან მნიშვნელოვანია აბონენტების მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა და ამ კუთხით კომპანია მომავალშიც განაგრძობს აქტიურ მუშაობას.