ელოდებიან თუ არა დათა ახალაიას სააღდგომოდ მშობლიურ ქალაქში?

1

179267_148222735338097_1772353980_nზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის როლანდ ახალაიას ოჯახი ადასტურებს დათა ახალაიას მიერ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ facebook-ში გავრცელებულ განცხადებას. ამის შესახებ ახალაიების ოჯახის ახლობელმა გიორგი ჭითანავამ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან საუბარში აცხადებს.  გიორგი ჭითანავამ smo.ge-სთან ახალაიების ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით სხვა კითხვებზეც გვიპასუხა. გიორგი ჭითანავა სატელეფონო საუბარზე დაგვთანხმდა.

გიორგი როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი ახალაიების ოჯახი უკვე ზუგდიდშია, საუბარია ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ როლანდ ახალაიაზე.

-არ ვიცი, ამაზე ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ, რადგანაც ჯერ მე ბატონი როლანდი არ მინახავს.

ადასტურებენ თუ არა ახალაიები დათა ახალაიას მიერ facebook-ში გამოქვეყნებულ განცხადებას?

-კი ეს ნამდვილად ასეა. განცხადება facebook-ში ნამდვილად დათა ახალაიამ განათავსა და აღნიშნული პროფილიც მას ეკუთვნის.

ნამდვილად არსებობდა თუ არა მერაბიშვილსა და ახალაიებს შორის დაპირისპირება?

-არსებობდა და არსებობს დღესაც. ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ახალაიებს არაერთი მამხილებელი მასალები გააჩნიათ და ამას საზოგადოებას მართლაც წარუდგენენ.

დადის ხმები, რომ დათა ახალაია მართლაც იმყოფება თურქეთში, თუმცა მეგის ქარდავას არცკი დაუტოვებია საქართველო და ის ამ წუთებშიც სამეგრელოს ტერიტორიაზე იმყოფება. სახელდება წალენჯიხის რაიონის სოფელ სქურის ტყე, სადაც თავს აფარებს მეგის ქარდავა რამდენიმე შეიარაღებულ პიროვნებასთან ერთად. თქვენ რა ინფოპრმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

-რაც შეეხება დათა ახალაიას თურქეთში ყოფნას, ამასთან დაკავშირებით თავს შევიკავებ და ამ კითხვაზე არ გიპასუხებთ, ხოლო მეგის ქარდავაზე გეტყვით, რომ ეს აბსურდი და გადაჭარბებული ინფორმაციაა.

ახალაიების ოჯახი ელოდება თუ არა დათა ახალაიას სააღდგომოდ  ზუგდიდში?

-ამას თქვენგან ვიგებ, თუმცა გამორიცხულიც არაფერია.

 

სხვა ახალი ამბები: