ემზარ კვიციანი:- “ალასანიას კოდორის ჩაბარებაში საკმაოდ დიდი წვლილი აქვს!”

0

emzar-kvicianiპრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ მას სერიოზული მასალები აქვს, რომელიც ადასტურებს  პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის დანაშაულებრივ ქმედებებს, თუმცა მას საქართველოში ჩამოსვლა ამ ეტაპზე არ შეუძლია.

“ფაქტია,მართლაც ძალიან ჭიანურდება ჩემი საქმე, ვხედავ რომ ჩემი ჩამოსვლა დღევანდელ ხელისუფლებასაც არ აწყობს. პოლიტდევნილის სტატუსის მეორად სიაში მოვხვდი, რომლის განხილვაც გაურკევევლი ვადით გადაიდო და როგორც გავიგე ახლა საერთოდ აღარ აპირებენ განხილვას, არადა 108 კაცი ველოდებოდით ამ სტატუსს .უკვე იმედი აღარც მაქვს რომ გვაღიარებენ, ღია პასუხი ვერ მოვისმინე ამაზე”- აცხადებს კვიციანი.
ემზარ კვიციანი “ჯორჯიან თაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ღიად აცხადებს, რომ ქართველმა მაღალჩინოსნებმა ხელი შეუწყვეს კოდორის ხეობის ჩაბარებას. პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად ამჟამინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასაც ადანაშაულებს. კვიციანი თამამად აცხადებს, რომ კოდორის ხეობის ჩაბარებაში ალასანიას დიდი წვლილი მიუძღვის.
“ალასანიას კოდორის ჩაბარებაში საკმაოდ დიდი წვლილი აქვს! რა იყო საჭირო იმისათვის, რომ კოდორი ჩაბარებულიყო?პირველ რიგში, კვიციანის მოშორებ ახეობიდან. ამიტომაც პირველი, რაც ალასანიამ გააკეთა, როგორც კი მოვიდა ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ, გუბერნიის გაუქმება იყო. მეორე აუცილებლობას რაზმ „მონადირის” გაუქმება და განიარაღება წარმოადგენდა, რაც ოქრუაშვილმა შეასრულა კიდეც.  შემდეგი ეტაპი კი  ყველა მეომრის ციხეებში გაშვება იყო, ვისაც კი შეიძლება, წინააღმდეგობა გაეწია კოდორის ჩაბარებისათვის. და მთავარი წინა ხელისუფლება მზად იყო, ნატოს წევრი ქვეყნებისა და კერძოდ, ბუშის ადმინისტრაციის, მაგრამ ვერ ახერხებდნენ, რადგან კვიციანი მათ ამის საშუალებას არ აძლევდა. ამის მაგალითებია 2001 წელს გილაევის შემოყვანა კოდორში. 2002 წლის 12 აპრილს რუსეთის დესანტის გადმოსხმა, რომელიც შეთნხმებული იყო ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან, კერძოდ, საზღვრისდაცვის დეპარტამენტთან და სხვა მაღალჩინოსნებთან. შემდეგი ნაბიჯი იყო 2002წლის აგვისტოს დასაწყისში ისევ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეთანხმებით მარუხის უღელტეხილთან დაახლოებით 25-30 კილომეტრი ტერიტორიის დათმობა იყო, რომელიც მე და  ჩემმა  ხალხმა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად  2002 წლის 13 აგვისტოს გავათავისუფლეთ და მთელ ტერიტორიაზე კონტროლი აღვადგინეთ. როცა ამ ყველაფერს შეხედეს, ხელისუფლებაში  ითქვა ასეთი ფრაზა: “სანამ კვიციანი არის, ვერავინ ხეობას ვერ ჩააბარებსო”. როცა სააკაშვილის ხელისუფლება  მოდიოდა, მე მაშინვე ვთქვი, რომ მას კოდორის ჩაბარების ვალდებულება ექნებოდა აღებული, რაც შეასრულა კიდეც. ამის შესახებ  ვამბობდი ყველგან, მაგრამ ვინ დამიჯერა?! მავანს ეგონა, რომ მე იქედან ვიკვებებოდი – დიახ,კოდორი ჩემი ავტორიტეტი იყო. დიახ, მე ვიყავი უმდიდრესი და უბედნიერესი, რომვიყავი კოდორელი. რაც შეეხება ალასანიას, “მონადირის” გაუქმება მარტო ოქრუაშვილის “ხუშტურებს” არავინ დააბრალოს! ეს იყო საერთო გეგმა, რომელიც ამ გუნდს მიზნად ჰქონდა დასახული,”-აცხადებს ემზარ კვიციანი.

სხვა ახალი ამბები: