ემზარ კვიციანი საბოლოო განაჩენს ელოდება, ნორა კვიციანი კი მჯდომარე საპროტესტო აქციას იწყებს (ვიდეო)

0

zugdidiiis sasamartloყოფილი პოლიტპატიმარი ნორა კვიციანი პარლამენტის შენობის წინ მჯდომარე საპროტესტო აქციას იწყებს. აქციას მასთან ერთად სხვცა პოლიტპატიმრებიც შეუერთდებიან. ნორა კვიციანის განცხადებით საპროტესტო აქვიის დაწყების ძირითადი მიზეზი უსამართლობასთან ბრძოლაა. მისი განმარტებით მის ძმას, ემზარ კვიციანს ზუგდიდის სასამართლოში ის “ნაციონალური მოძრაობა”  ასამართლებს, რომელმაც კოდორის ხეობა რუსებს 2008 წელს ჩააბარა.

ცნობისათვის, ემზარ კვიციანის საქმის განხილვა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ უკვე დაასრულა. მოწმეებიდან სასამართლოს მხოლოდ ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი არ დაუკითხავს, რომელმაც სხდომაზე მოწმის სახით ჩვენების მიცემა არ ისურვა. პროკურატურამ ემზარ კვიციანისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. სასამართლო განაჩენს ხვალ, 17 ნოემბარს გამოიტანს.

სხვა ახალი ამბები: