ემზარ კვიციანი საქართველოში დაბრუნებას და სკანდალური განცხადების გაკეთებას აპირებს

0

emzaraკოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი გაზეთ “ახალი თაობისთვის ” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ის უახლოეს მომავალში საქართველოში დაბრუნდება და კოდორის ხეობის შესახებ შოკისმომგვრელ ცნობებს გაახმაურებს.

გაზეთის საშუალებით ცნობილი ხდება, რომ საქართველოდან 2006 წელს გაქცეული კვიციანი მხოლოდ პოლიტდევნილის სტატუსის მიღეაბას ელოდება და საქართველოში ჩამოსვლას სწორედ ამის შემდეგ გეგმავს.

„კოდორზე ბევრი რამ მაქვს სათქმელი. ამას მაშინ ვიტყვი, როცა საქართველოში ჩამოვალ. ჩემი განცხადება იქნება დიდი სკანდალი. ეს ამბავი ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ მოეწონებათ. ბევრ რამეს მოეფინება ნათელი და ისიც გაირკვევა, რატომ ჩააბარეს მოწინააღმდეგს კოდორის ხეობა“, – აცხადებს ემზარ კვიციანი.

 

სხვა ახალი ამბები: