ემზარ კვიციანი წინა ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

0

kviciani_emzar_065კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი მიხეილ სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების მიერ 2006 წელს კონსტიტუციის დარღვევის და 2008 წელს ქვეყნის ტერიტორიის გასხვისების შესახებ სარჩელს ამზადებს,- ამის შესახებ კვიციანმა „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.

კვიციანის განმარტებით, ის პროკურატურის და სასამართლო რეფორმების დასრულებას ელოდება, რის შედეგაც სარჩელს ოფიციალურად წარადგენს.

„კოდორში 3500 -კაციანი ჯარი იმყოფებოდა, ძალიან დიდი შეიარაღება იყო, ხეობის დაცვის ყველანაირი საშუალება არსებობდა, მაგრამ მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა. უბრძანეს, რომ დაეტოვებინათ იარაღი და ხეობიდან გამოსულიყვნენ. სოსო ქარჩაიძეს ხეობის დაცვა ევალებოდა. ჩამოვიდა თუ არა იქიდან, გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. დაჯილდოვდა ყველა ის ადამიანი, რომელმაც ტერიტორია ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ჩააბარა. პროკურატურაში რეფორმა ტარდება, იცვლება სასამართლოს ხელმძღვანელი. სავარაუდოდ, სასამართლოშიც გატარდება რეფორმა და ამის შემდგომ შევიტან სარჩელს, რომ მიხეილ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას პასუხი მოეთხოვოს“,- აღნიშნა ემზარ კვიციანმა.

სხვა ახალი ამბები: