30 მაისს 15:00 საათზე ზუგდიდის კულტურის ცენტრ „ოდიში“- ს საკონფერენციო დარბაზში ( კომბინატის კულტურის სახლში) ტარდება ემიგრანტი, ზუგდიდელი პოეტის ლია ნაროუშვილის შემოქმედებითი საღამო, სადაც აგრეთვე გაიმართება მისი წიგნის „ მონატრების ბილიკი“ -ს პრეზენტაცია. ღონისძიებაში მონაწილეობენ: საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე რევაზ მიშველაძე, ცნობილი კრიტიკოსი – სოსო სიგუა, პოეტი – მაყვალა გონაშვილი და სხვა ახალგაზრდა პოეტები, მუსიკალური ანსამბლები: „ჩელა“, ჩხოროწყუს მომღერალთა ანსამბლი, სენაკის ქალთა ტრიო, საბავშვო ბაღი „ნინი“ და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბავშვები.
ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით ტარდება. მხარდამჭერი ორგანიზაციებია: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტი, ალექსანდრე ღურწკაიას სახელობის გიმნაზია „ჯიჯი“, ზუგდიდის მოსაწავლე ახალგაზრდობის სასახლე, რადიო „ათინათი“, საბავშვო ბაღი „ნინი“, საზოგადოება „ზუგდიდელები“. ორგანიზატორები: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა, კულტურის ცენტრი „ოდიში“.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით პოეტმა ლია ნაროუშვილმა გამოსცა წიგნი სახელწოდებით „ წერილები ზუგდიდს“. ღონისძიება გაიხსნება სპექტაკლით სახელწოდებით „ფეხშიშველა ჩიტები“, რომელიც აფხაზეთის თემაზეა აგებული.