ენგურის ხიდზე “აფხაზეთობა” აღნიშნეს (ვიდეო)

0

afxazetobaa“აფხაზეთობა” აღნიშნეს დღეს ენგურის ხიდზე, სადაც დევნილი ახალგაზრდობა, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მთავრობის პირველი პირები შეიკრიბნენ. ადმინისტრაციულ საზღვართან აფხაზების სიყვარულის და მშვიდობის სურვილის ნიშნად ფრანი და მტრედები გაუშვეს, მოზარდებმა კი სხვადასხვა ქართული ცეკვა და სიმღერა შეასრულეს. აფხაზეთობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ზუგდიდში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

საქართველოში “აფხაზეთობა” უკვე მეორედ აღინიშნება.

აფხაზეთში ომი 1992-1993 წლებში საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის, მიდინარეობდა. რომელიც წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა.

კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 20 000-დან 30 000-მდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 250 000-ზე მეტი ადამიანი კი აფხაზეთიდან დევნილი გახდა. ომისდროს ორივე მხარის მიერ ჩადენილი იქნა სამხედრო დანაშაული, მათ შორის ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. მოკლული იქნა 2 500-დან 4 000-მდე აფხაზი, 20 000 აფხაზი კი ლტოლვილად იქცა.

აფხაზეთის რეგიონი დღემდე ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და მას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მართავს.

სხვა ახალი ამბები: