ენგურის ხიდთან დიდი სავაჭრო მოლი სექტემბრის ბოლოს გაიხსნება

5

moliსექტემბრის დასასრულისთვის ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში ე.წ დროებით გამყოფ ხაზთან დიდი სავაჭრო მოლის მშენებლობა დასრულდება. ამის შესახებ სამეგრელოს გუბერნატორმა ლევან შონიამ განაცხადა. მოლი სამეგრელოსა და ოკუპირებუი აფხაზეთის მოსახლეობას მოემსახურება, რომელიც მათ ეკონომიურ მდგომარეობას წინ წასწევს. მოლთან ერთად გამყოფ ხაზთან იფუნქხიონირებს მომსახურების ცენტრი და საბანკო მომსახურების ოფისები. სავაჭრო მოლი არც ახალგაზრდებს დატოვებს უკმაყოფილოდ და მათთვივ გასართობი ცებტრი და სწრაფი კვების ობიექტებიც გაიხსნება.

“ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ გამყოფ ხაზთან სავაჭრო ცენტრ მოლის აშენების თემა. ამას აქვს სხვა დატვირთვაც. კარგად იცით რომ გალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც აქვთ სოციალური პრობლემები, დადიან ლილო მოლში და იქიდან მოაქვთ საქონელი. ეს ყველაფერი ზედმეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მოლის აშენების შემდეგ ეს პრობლემა მოგვარდება. აქ დასაქმდება. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ის ადამიანები რომლებიც დროებით გამყოფ ხაზს გადმოკვეთენ. ისინი ფაქტიურად შეძლებენ 600-700 ლარის ეკონომიას, რაც დამერწმუნებით რომ ცოტა ნამდვილად არ არის. ეს იქნება მრავალფუნქციური მოლი, სადაც მომსახურების სააგენტოც განთავსდება, იქნება ასევე საბანკო და ავტომომსახურება, ასევე ახალგაზრდული ცენტრი და ბევრი რამ. აღნიშნული მოლის მშენებლობა სექტემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს”-აცხადებს სამეგრელოს გუბერნატორი ლევან შონია.